1.დაგროვების ბარათის რეგისტრაციის და გამოყენების სისტემის პროექტი.
სისტემა განკუთვნილია ლოკალურ და გაერთიანებულ ქსელებში სამუშაოდ.
სისტემას შეუძლია მუშაობა ერთ ლოკალურ კომპიუტერიდან ან მრავალ კომპიუტერთან ერთდროულათ ქსელში. (არჩევითი).
,,კლიენტებს” წარმოადგენენ ოპერატორების კომპიუტერები, რომლებიც აღჭურვილია ბარათების წამკითხველი მოწყობილობით: არჩევითი: შტრიხ კოდის სკანერი, ბარათის წამკითხველები: უკონტაქტო, კონტაქტური, მაგნიტურზოლიანი
სერვერულ მხარეს წარმოადგენს კომპიუტერულ ქსელში ჩართული Windows 2008/2012/2016 სერვერი და მასზე MS SQL Server 2012/2014/2016, უფასო Express ვერსია საკმარისია მონაცემთა ბაზის განსათავსებლად. (დაგეხმარებით და გაგიწევთ კონსულტაციას).
2.მონაცემების სტრუქტურა მონაცემთა ბაზის სერვერზე:
მონაცემთა ბაზა შედგება შემდეგი ძირითადი ცხრილებისაგან:
3.დაგროვების ბარათის გამოშვება და რეგისტრაცია:
დაგროვების ბარათები წარმოადგენენ წინასწარ მომზადებული დიზაინით დაბეჭდილ პლასტიკურ ბარათებს, სადაც თვითოეულს გააჩნია უნიკალური ნომერი, რომელიც დატანილია ბარათზე, როგორც ციფრებით და ასოებით ასევე შტრიხკოდით. ბარათი შეიძლება იყოს მაგნიტური ზოლით ან უკონტაქტო/კონტაქტური ჩიპით, მაგ. უკონტაქტო Mifare 1k -ს სტანდარტით. ასეთ შემთხვევაში ბარათის აქტივაციის დროს ნომერი ჩაიწერება ელექტრონულადაც.
შტრიხკოდის და მაგნიტური ზოლის გამოყენების შემთხვევაში წამკითხავი მოწყობილობა კითხულობს წინასწარ მინიჭებულ კოდს, რომლის მიხედვითაც ხორციელდება პროცესინგი.
თუ გამოყენებული იქნება ეგრეთწოდებული უკონტაქტო Mifare 1k-ს ტიპის ბარათი, როგორც დაცვის მექანიზმი, შესაძლებელი იქნება ქარხნულად ”ჩაკერებული” უნიკალური ნომრის რეგისტრაციაც, რომლის დუბლირებაც ქარხნულად არ ხდება. ასეთ ბარათში შესაძლებელია ჩაიწეროს მომხმარებლის მიმდინარე ქულების რაოდენობაც. (ამ შემთხვევაში დამატებითი ოფციები ემატება პროგრამას)
მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია ხდება ბარათის გაცემის დროს. დუბლირების თავიდან ასაცილებლად მოხდება მისი შედარება მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ბარათებთან. რეგისტრაციის შემდეგ ბარათი მზადაა გამოსაყენებლად.
4. მომხმარებელთან მუშაობა:
5. ანგარიშების სისტემა:
6. სამუშაოების დასახელება:
სისტემის გაშვება სრულად.