სერვისი - პროდუქტი ▾

მომსახურების ბიუროები

მომსახურეობის ბიუროები და დანადგარები

 

თქვენი მომხმარებელნი უკვე მეტს გთხოვენ. მათ სურთ მეტი სიჩქარე, მეტი ინოვაცია და შეღავათები გააჩნიათ. „ქარდსოლუშენ“-ი დაგეხმარებათ ამ მოთხოვნილებების განხორციელებაში, მრავლ დანიშნულებადი “სმარტ” ბარათებისა და მაღალი წარმადობის ბარათების მეშვეობით.

ჩვენი ახალი, მაღალ წარმადობის ბარათების სისტემების საშუალებით, თქვენ მიაღწევთ წარმოუდგენელ შედეგებს. ჩვენი “სმარტ” ბარათების გადაწყვეტილებები დაგეხმარებათ გახვიდეთ სრულიად ახალ ბაზარზე. ჩვენი ექპერტები გიჩვენებენ თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ჩვენი პროდუქცია და ტექნოლოგია სარფიანად.

 

 

ბარათების საცალო მარკეტინგი

კლიენტები დღეს-დღეობით მოითხოვენ უფრო პერსონალიზირებულ პროდუქციასა და მომსახურებას. მარკეტები რომლებიც  ამ მისიას ასრულებენ ხშირად ჯილდოვდებიან დიდი მოგებებითა და უფრო მჭიდრო ურთიერთობებით. „ქარდსოლუშენ“-ი გთავაზობთ ტექნოლოგიას, რომელიც უფრო ადვილად და ხელმისაწვდომ ფასებში მოგაწვდით საცალო მარკეტის შეტყობინებებს და შექმნის დახვეწილ პროდუქციას.

 

 

მაღალპერსონალიზირებული ფერადი ბარათების ეფექტურობა

თქვენ შეგიძლიათ სწრაფად შევქმნათ მაღალ პერსონალიზირებული ფერადი პლასტიკური ბარათები მაღაზიებისთვის. ნებისმიერ დამოსახულება, რომელსაც თქვენ ნახავთ, შექმნით ან წარმოიდგენთ შეიძლება აღიბეჭდოს ბარათზე თქვენს მონაცემებთან ერთად.

ეს ქმნის უსაზღვრო შესაძლებლობებს პლასტიკურ ბარათების დამმზადებელთათვის. მაგალითად, ბარათის დამმზადებლებს შეუძლიათ შემოგთავაზოთ ბარათზე ნაცვლად სტანდარტული დიზაინისა თქვენი ფოტოს განთავსება.

 

 

საბოლოოდ შესაძლებელია რომ

განასხვავოთ თქვენი პროდუქტი და მომსახურება ბარათის მფლობელზე ფოტოსი ან ბარათის გამოსახულების არჩევანის მიცემის საშუალებით.

დაამზადოთ საჩუქრებისა და ერთგულების ბარათები სეზონებზე ან დღესასწაულებზე.

დაამზადოთ პერსონალიზირებული სამგზავრო ბარათები.

მისცეთ ბარათს არაჩვეულებრივი ფერადი გამოსახულება.

 

 

მოთხოვნილებები სტანდარტულ ბარათებზე

მოთხოვნილებები ციფრულ ბარათებზე დღითიდღე იზრდება და იმკვიდრებს თავის ადგილს მსოფლიო ბაზარზე. „ქარდსოლუშენ“-ის სტანდარტული მხატვრული ბარათების პრინტერი კვეთს ძველი პრინტერების ბარიერს და ქმნის მცირე რაოდენობის ბარათების იაფად ბეჭდვის შესაძლებლობას. ის ქმნის ახალ შესაძლებლობებს ფინანსურ, ერთგულების, სიმ-ბარათების და სხვა მრავალი სახის ბარათების ბეჭდვაში.

 

ახალი ციფრული ტექნოლოგია იძლევა საშუალებას, რომ სწრაფად დაბეჭდოთ მაღალპერსონალიზირებული ფერადი ბარათები. ნებისმიერი გამოსახულება რომელიც კი გინახავთ, შეგიქმნიათ ან წარმოგისახავთ შეიძლება აღბეჭდილ იქნას თქვენს ბარათზე.

 

ბარათის მფლობელის შესაძლებლობები

ჩვენ ვაძლევთ ბარათის მფლობელს საშუალებას, რომ აირჩიოს ფოტო ფინანსურ ბარათზე.

შექმნათ სასაჩუქრე ბარათები, კლიენთა გემოვნების მიხედვით შეირჩეს ბარათის გამოსახულება. ბარათზე შეიძლება აღიბეჭდოს ქორწილის, დაბადების დღის, უნივერსიტეტის დამთავრების, არდადეგების და მრავალი სხვა სახის ფოტოები.

სეზონსა და დღესასწაულებზე დაამზადოთ ერთგულების ბარათები.

შეგიძლიათ კლიენტებისთვის შექმნათ ეფექტური მომსახურების შესაძლებლობები.

 

ჩვენი ყველა პრინტერი ამზადებს უნიკალურ ფერად ბარათებს სწრაფად და მარტივად.

   

ციფრული ბარათების ბეჭდვა

ბარათების დამზადების რიცხვი დღითიდღე იზრდება, მიუხედავად ამისა ბეჭდვის სიხშირე მცირდება. ბაზარი მოითხოვს მაღალ პერსონალიზირებულ ბარათებს მცირე რაოდენობის თანამშრომელთათვის, რაც ქმნის ახალ დაბრკოლებას  ბარათების მწარმოებელთათვის და სერვის ბიუროებისთვის. მათ უნდა მოძებნონ გამოსავალი, რომ დაამზადონ ბარათები უფრო მცირე მარკეტებისთვის ისე, რომ მათი შემოსავალი არ შემცირდეს. ციფრული საბეჭდი ტექნოლოგია ამყარებს ახალ სტანდარტებს მარკეტის საცალო ბარათების პერსონალიზირებაში.

 

„ქარდსოლუშენ“-ის ბარათების პრინტერი ბეჭდავს მაღალ პერსონალიზირებულ ფერად ბარათებს მოთხოვნების შესაბამისად. გარდა ამისა, რომ ციფრული ტექნოლოგია ეფექტურად ბეჭდავს 1 დან 1000-მდე ბარათს, თითოეული ბარათი არის უნიკალური. შეგიძლიათ საბარათო პროგრამა არეგულიროთ სწრაფი მოქმედებიდან ახალი მიმართულებით ბარათზე დართული დიზაინით და შეამციროთ ინვენტარი მყისიერი წარმოების უპირატესობის გამოყენებით.

 

ციფრული ტექნოლოგია ბეჭდავს ფერად გამოსახულებას, გრაფიკებსა და ტექსტს ბარათის ზედაპირზე, რომლის ხარსხიც ისეთივე მაღალია, როგორც ლითოგრაფიული ბარათების. მხოლოდ პროფესიონალს შეუძლია გაარჩიოს განსხვავება ციფრულ და ლითოგრაფიულ ბარათებს შორის. ლითოგრაფიულ პრინტერებისგან განსხვავებით, ციფრულ ბარათებს არ ესაჭიროება გარსი, საფარველი და ამის ნაცვლად, მონაცემები გადაეწოდება პირდაპირ ციფრულ პრნიტერს ქსელის საშუალებით. ბარათზე ფერადი გამოსახულების აღბეჭდვა კი ხდება დაწყებითი გადაცემის სისტემის მეშვეობით.

 

*****  გაიგე მეტი მომსახურების ბიუროების შესაქმნელად საჭირო სერვის ცენტრების ჩამოყალიბების შესახებ  *****

 

 

"ქარდსოლუშენ"-ის ჯგუფის მხარდაჭერა, მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით