სერვისი - პროდუქტი ▾

დოკუმენტების უსაფრთხოება

უსაფრთხოება ყოველთვის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სამთავრობო საიდენტიფიკაციო პროგრამებისთვის. ახლო წარსულში ქაღალდის თემაზე დაფუძნებული ტექნოლოგიებით იქმნებოდა ეროვნული პირადობის მოწმობები, პასპორტები, მართვის ლიცენზიები, დაბადების მოწმობები და სხვა სამთავრობო დოკუმენტები. ეს ტექნოლოგიები სუსტად იყო დაცული გაყალბებისგან.

ჯერ კიდევ არ არსებობს გაყალბებისგან 100%-ით დაცული საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, მაგრამ თანამედროვე განვითარება ციფრული პლასტიკური ბარათების ტექნოლოგიებში გაყალბებას ბევრად ართულებს. ქარდსოლუშენ“ -ის ჯგუფს ესმის ამ ტექნოლოგიების და ამიტომაც შეუძლია უმაღლესი უსაფრთხოების ზომების შეთავაზება.

მოცემული დაცვის მექანიზმი წარმოადგენს ჩვენი კომპანიის ,,სავიზიტო" ბარათს 2007 წელს "ქარდსოლუშენ"-ის მიერ განხორციელებული ახალი მართვის მოწმობების პროექტის ფარგლებში, ჩვენი პრინტერების საშუალებით ხდებოდა სხვადასხვა დოკუმენტების დაცვა გაყალბებისაგან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წარმოგიდნთ სხვადასხვა დაცვის მექანიზმებს, რომელიც გააუმჯობესებს თქვენი ბარათის უსაფრთხოებას

 

ზედა ფენა

სუფთა ზედა ფენა და გამძლე პოლიმერებისგან გაკეთებული ლამინატები ქმნიან დამატებით ფენას, რომელიც იცავს და გამძლეს ქმნის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს. ზედა ფენა იცავს ბარათის მთლიან ზედაპირს, ხოლო ლამინატი ასქელებს ბარათს, რის გამოც ის ხდება უფრო გამძლე. “ქარდსოლუშენ“-ი გთავაზობთ ზედა ფენების და ლამინატების ფართო არჩევანს, რომელიც დააკმაყოფილებს ნებისმიერი პროგრამების მოთხოვნას.

“ქარდსოლუშენ“-ის გამჭირვალე ჰოლოგრამულ ზედა ფენა გთავაზობთ ბარათების უმაღლეს დაცვას. თავისი სპეციალური დიზაინით, სუფთა ჰოლოგრაფიკული ზედა ფენა ქმნის დამატებით დაცვას გაყალბებისგან. თუ ვიღაც ეცდება ამ ზედა ფენის მოხსნას, შედეგი იქნება იმდენად თვალში საცემი, რომ გაყალბების დადგენას სპეციალური მოწყობილობა არ დაჭირდება. “ქარდსოლუშენ“-ის ბარათების პერსონალიზაციის სისტემები და ფოტოგრაფიული პირადობის მოწმობის სისტემები გთავაზობთ ჰოლოგრამულ ზედა ფენას, როგორც ბარათების პერსონალიზაციის პროცესის შემავალ ნაწილს.

 

ჰოლოგრაფიკული დურაგარდის ლამინატი 

ორგანზომილებიანი და სამგანზომილებიანი ჰოლოგრაფიკული ლამინატები გთავაზობთ მაღალი დონის დაცვას გაყალბებისგან. დარეგისტრირებული დურაგარდის ლამინატი ათავსებს ოპტიკურად განსხვავებულ მოწყობილებას ბარათის ერთ და იგივე ადგილას. ეს კიდევ უფრო ზრდის ყოველი ბარათის დაცვის დონეს.

ეს  ჰოლოგრამა ყველაზე პოპულარული ტრადიციული ტიპია DOVID (დიფრაქციული ოპტიკურად ცვალებადი გამოსახულების მოწყობილობა), რომელიც გამოიყენება უსაფრთხოების ელემენტად. შესაძლებელია მთელი რიგი ეფექტები, მაგ.  2D ჰოლოგრამები (ორგანზომილებიანი ჰოლოგრამები) სტრუქტურული და ფერის ცვლილებებით 3D ჰოლოგრამები გამოსახულებებით, ჰოლოგრამები კინემატიკური ეფექტებით და ა.შ.

„ქარდსოლუშენ“-ის მიერ ნაწარმოები ჰოლოგრამები გამოიყენება სახელმწიფო პროგრამებში, როგორც ID ბარათების დამცავი საშუალება. იხილეთ ამ გვერდზე

 

ცისარტყელისებური მელნები 

ცისარტყელისებური მელანი შეიცავს ან მეტალიკურ ან მარგალიტურ მელანს რომლის გაყალბება შეუძლებელია ფერადი პრინტერით და არც სხვა საკოპირებელი ხელსაწყოებით. ეს მელანი იცვლის ფერს მხედველობის კუთხის შეცვლის თანავე. ის შეიძლება იყოს დაბეჭდილი თვით ბარათზე ან დაცვით ლამინატზე. ბარათის მთელი პერიმეტრი შექმნილი უნდა იყოს A-B-A ფერთა მონაცვლეობის  პრინციპით რაც სპეციფიურია დაცული პოლიგრაფიის ოფსეური ტექნოლოგიისათვის

„ქარდსოლუშენ“-ის მიერ მოწოდებული წინასწარ დაბეჭდილი ბარათები სადაც ხდება შემდეგ მონაცემების ჩაბეჭდვა შესაძლებელია შეიცავდეს მოთხოვნის შესაბამისად აღნიშნული ბეჭდვის ელემენტებს.

 

ცისარტყელისებური ბეჭდვა 

ცისარტყელისებური ბეჭდვა იცავს საიდენტიფიკაციო დოკუმენტს სპეციალური ფერადი ნაწერის მეშვეობით, რომელიც დაბეჭდილია დოკუმენტის გასწვრივ. ამ ფერადი ნაწერის სწორი რეპროდუქცია შეუძლებელია უბრალო სკანერით და ფერადი პრინტერით.

 

ორფერიანი გილიოშის (ორნამენტი) უსაფრთხო ფონი. გილიოში არის დაბეჭდილი უსაფრთხოების ხაზები – უნიკალური გადაკვეთების კონტურებითა და გეომეტრიით. გამოყენებულია „შავი ხაზი, თეთრიხაზი“ დიზაინი, რომელიც იცვლება პოზიტიურიდან ნეგატიური გამოსახულებით დოკუმენტის გასწვრივ;

შესაძლებელია გამოყენებული იქნას აბრეშუმისებური ბეჭდვის ტექნოლოგიით (silk screen printing) შესრულებული დამცავი ნიშანი.

„ქარდსოლუშენ“-ის მიერ დამზადებული ID ბარათების უამრავი დიზაინი მოცემულია ჩვენს კატალოგში ,,გილიოშის“ ერთ, ორ ან მრავალ ფერიანი ფონური გამოსახულებით, ჩვენ შეგვიძლია შეცქმნათ უფრო ძლიერი დამცავი ,,გულიოშის“ ფონები მრავალი ფერის გამოყენებით ვიდრე ტრადიციული ერთი ან ორი ფერისაგან შემდგარი.

 

intaglio ბეჭდვა 

ეს არის ბეჭდვის ტექნოლოგია, რომელიც აწარმოებს ამაღლებულ tactile რელიეფს (tactile feature), რომლის ამოცნობა ასევე შესაძლებელია ირიბი შუქის ქვეშ.

 

“სმარტ” ბარათები 

სმარტ ბარათები წარმოადგენენ მანქანით წასაკითხი ბარათების დაცვის უმაღლეს დონეს. ინფორმაცია ამ ჩიპებზე შეიძლება იყოს დაცული პაროლით და PIN კოდით, ან შეიძლება იყოს ინტეგრირებული ბიომეტრიკსების ტექნოლოგიით, რომლისთვის საჭიროა სათანადო ბარათის მფლობელის პროფილი ინფორმაციის მისაღებად. “სმარტ” ბარათებში შეიძლება იყოს შენახული მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბარათის მფლობელის შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს მფლობელს საჭირო ტრანსაქციების განახორციელებას ინტერნეტში შეუსვლელად.

 

„ქარდსოლუშენ“-ის ექსპერტები „სმარტ“ ბარათების გამოშვებაში, ტრადიციული პირადობის მოწმობების პროგრამებიდან გადასვლის უსაფრთხოების გარანტიას იძლევიან. სამთავრობო სააგენტოებისთვის, რომლებიც აპირებენ „სმარტ“ ბარათების სისტემაზე გადასვლას მომავალში, „ქარდსოლუშენ“-ი სთავაზობს საიდენტიფიკაციო მოწყობილებების გაუმჯობესებას, იმისთვის რომ მათ შეძლონ „სმარტ“ ბარათების წაკითხვა.

 „ქარდსოლუშენ“-ის გადაწყვეტილებების ჯგუფი გთავაზობთ “სმარტ” ბარათების გამოსაშვები და სამართავი ხელსაწყოების ფართო არჩევანს. ჩვენი გამოცდილება დღეისათვის პრაქტიკულად წარმოდგენილია სამთავრობო დაწესებულებებში როგორც „სმარტ“ ბარათების პროექტის სახითდა მუშაობს წარმატებით.

 

მიკრო-ბეჭდვა 

მიკრო-ბეჭდვა არის მაღალი გაფართოების ბეჭდვა, რომელიც ქმნის ძალიან წვრილ ტექსტს, რომელიც ვერ იქნება კოპირებული ტრადიციული სკანერის და ფერადი პრინტერის მეშვეობით. მიკრო-ბეჭდვიანი დოკუმეტების გაყალბება ადვილი შესამჩნევია უბრალო გამადიდებელი შუშის მეშვეობით. ჩვენ ვთავაზობთ მიკრო-ბეჭდვას ჩვენი ლაზერული ამოტვიფრვის ტექნოლოგიასთან ერთად. ეს ტექნოლოგია ხელმისაწვდომია ჩვენი ცენტრალური საპერსონალიზაციო და სადესკტოპო პირადობის მოწმობის ბარათების და საპასპორტო სისტემებში.

 

მიკრო ტექსტი ხელოვნური ორთოგრაფიული შეცდომა

დოკუმენტის გრაფიკულ დიზაინში დასაშვებია მიკრო ან ნანო ტექსტით გამოსახულების შევსება, რომელშიც განთავსდება ხელოვნურად დაშვებული ტექსტში შეცდომა, მაგალითად ,,საქათველო" ან სხვა სახის ტექსტური შეცდომა, რომელიც გამიზნულად იქნება დაბეჭდილი. აღნიშნული მეთოდი გამოიყენება ფინანსური ბანკნოტების და სახელმწიფო დოკუმენტების დასაცავად. აგრეთვე შესაძლებელია სხვადასხვა სიმბოლიკის გამოყენება შეცდომით.

 

ოტიკურად ცვალებადი საღებავი OVI   (OVITM – Optically Variable Ink)

ეს არის საბეჭდი მელანი, რომელიც შეიცავს მიკროსკოპულ პიგმენტებს, რომლებიც მოქმედებენ ჩარევის ფილტრების სახით, რის შედეგადაც ხდება დიდი ფერის ცვლა (ფერის ძლიერი ვარიაციები) დაკვირვების ან განათების კუთხით.

 

მოჩვენებითი სურათის ბეჭდვა 

მოჩვენებითი ბეჭდვის ტექნოლოგია გამოიყენება გაყალბებისგან დასაცავად. მოჩვენებითი ბეჭდვის დროს იბეჭდება ნახევრად გამჭირვალე სურათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის იმავე არეში სადაც წერია პერსონალიზირებული ინფორმაცია. მეორე სურათი გამოიყურება როგორც ფერმკრთალი უკანა ფონი, რომელზედაც იბეჭდება მონაცემები. ამ ტექნოლოგიის გამოყენება მნიშვნელოვნად ართულებს სურათის ან მონაცემების შეცვლას. ფოტოსურათის შეცვლისათვის აგრეთვე საჭიროა დაბეჭდილი მონაცემების და მოჩვენებითი სურათის შეცვლაც. მოჩვენებითი გამოსახულება შეიძლება იყოს დაბეჭდილი ფერად ან ერთ-ფეროვან ფორმატში მელნების ფართო არჩევნის, ლაზერის და ულტრაიისფერი სხივის გამოყენებით.

 

რელიეფური ტვიფრი Tactile impress

ბარათის ბეჭდვის დასრულების შემდეგ პრინტერი ტვიფრავს თქვენთვის სასურველ ადგილას წინასწარ შერჩეულ ლოგოტიპს  ბარათზე, ისე რომ შტაბეჭდილება იქმნება თითქოს შტამპი ან ბეჭედი არტყია ზევიდან, ამის გარდა შესაძლებელია ამოტვიფრული რელიეფის შეფერადება სხვადასხვა ფერად მაგალითად:  შავი, ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო, თეთრი, ლურჯი. „ქარდსოლუშენ“-ის გუნდი მზადაა დაგეხმაროთ საკუთარი ლოგოტიპის შტამპის შემუშავებაში რომელიც თქვენს ბარათს უფრო მეტ დაცვას და ორიგინალობას შემატებს.

 

ულტრაიისფერი ბეჭდვა 

ულტრაიისფერი ფლუორესცენტული მელანი – ულტრაიისფერი ფლუორესცენტული მელანი არ არის ხილვადი ჩვეულებრივი განათების პირობებში. ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ ლოგო, დიზაინის სტრუქტურა და ტექსტი ხდება ხილვადი ლურჯი, წითელი ან მწვანე/ყვითელი ფერით;

 

ულტრაიისფერი მელანი ფართოდ გამოიყენება საიდენტიფიკაციო დოკუმენტების დასაცავად. ეს უჩინარი ბეჭდვა ჩნდება გრძელ-ტალღიან ულტრაიისფერ შუქში და შეიძლება იყოს დაბეჭდილი ნებისმიერი ფერების გამოყენებით. ულტრაიისფერი ტექსტი შეიძლება იყოს დაბეჭდილი დოკუმენტზე თავიდან ან ბარათის პერსონალიზაციის დროს, „ქარდსოლუშენ“-ის დიდი მოცულობის ცენტრალურ საპერსონალიზაციო სისტემაში ულტრაიისფერი უსაფრთხოების მოდულის მეშვეობით.

 

მელანს, რომელიც შეიცავს არა მხოლოდ ფერად პიგმენტებს, არამედ ფლუორესცენტულ ნივთიერებებს (პიგმენტებს), რომლებიც გამოიყენება როგორც ტექსტის, ასევე მოტივების დასაბეჭდად, ეწოდება ფლუორესცენტული მელანი. ამ ტიპის მელანი ჩანს ჩვეულებრივი სინათლის ქვეშ და ფლუორესირებს UV სინათლის ქვეშ. ფლუორესცენცია არის ხანმოკლე სინათლის გამოყოფა, რომელიც განათების შუქის ჩაქრობის შემდეგ პრაქტიკულად წყვეტს ანათებას. ბიფლუორესცენტური მელანი გამოყოფენ სხვადასხვა ფერის ფლუორესცენტულ სინათლეს 365/254 ნმ ტალღის სიგრძეზე UV სინათლის ზემოქმედებისას. ამ მელნის გადამოწმება მარტივია და გამრავლება რთულია. ტრი-ფლუორესცენტული მელანი აჩვენებს სხვადასხვა ლუმინესცენციებს 365/313/254 ნმ – ით განათების ქვეშ. კვადრო ფლუორესცენტული მელანი კიდევ უფრო დახვეწილია. ეს გვიჩვენებს ანტი-სტოქსის საწინააღმდეგო ლუმინესცენციას, ვიდრე ჩვენს სამ-ფლუორესცენტულ მელანთან შედარებით. ეს მელანი უნდა გააქტიურდეს IR დასხივებით და შეეძლოს არა მხოლოდ მწვანე, არამედ ნარინჯისფერი და ლურჯი შუქის გამოცემა. „ქარდსოლუშენ“-ის გუნდი მოაგვარებს ამ საკითხს თქვენი დოკუმენტის უსაფრთხოების ფარგლებში.

 

ემბოსირება და იდენტ-ბეჭდვა 

ემბოსირებული და იდენტ-დაბეჭდილი ნიშნებისთვის საჭიროა სპეციალური მოწყობილობა, რომ ასოები იყოს ან ამოწეული ან ჩაწეული. ეს მახასიათებლები ამატებენ კიდევ ერთ დაცვით მექანიზმს. „ქარდსოლუშენ“-მა  იცის როგორ დაეხმაროს ბანკებს და ფინანსურ ინსტიტუტებს მაღალი დაცულობითი ბარათების გამოსაშვებად, ბარათის მთავარ მხარეს უსაფრთხო პერსონალიზაცია და მონაცემების ტრანზაქცია არის მიჩნეული, თორემ ფიზიკურად ბარათის ბეჭდვა წარმოუდგენდალ მარტივია. „ქარდსოლუშენ“-ის დახმარებით საქართველოს ბანკები და საპერსონალიზაციო ცენტრები ახდენებ უსაფრთხო ბარათების გამოშვებას, დაცული გაყალბებისგან და მონაცემების პერსონალიზაციის მართვას და განსაზღვრას ბარათზე..

 

უხილავი ინფორმაციის კომპიუტერული პროექცია 

მონაცემები დამალულია ფოტოსურათში და მათი ნახვა შეიძლება მხოლოდ სპეციალური შუშის მეშვეობით. ეს არის მეორე ხარისხოვანი დაცვის მექანიზმი. ამ ტექნოლოგიის პერსონალიზაცია შესაძლებელია საღებავის დიფუზიური გადატანით (D2T2) ან ლაზერული ბეჭდვით.

 

მიკრო-ლაზერული ამოტვიფრვა 

მიკრო-ლაზერული ამოტვიფრვა გაძლიერებული დაცვის ტექნოლოგია, რომელიც არამარტო ახდენს ტექსტის პერსონალიზაციას, არამედ ასევე ბარათის გაყალბებას შეუძლებელს ქმის. ტექსტის დანახვა შესაძლებელია მხოლოდ გამადიდებელი ხელსაწყოთი.

 

გამოსახულების პერფორაცია 

გამოსახულება იქმნება მონაცემების გვერდის გახვრეტით. ნახვრეტების სპეციალური მატრიცა იტვიფრვება სპეციალური ლაზერული ტექნოლოგიით. ამორჩეული გამოსახულება, როგორც წესი, არის მფლობელის სურათის გამეორება. გამოსახულება ჩნდება როდესაც ბარათს უყურებ შუქზე.

 

ლაზერული ამოტვიფრვა ოპტიკურად ცვალებადი ხელსაწყოს (ო.ც.ხ.) 

(ო.ც.ხ.) -მეშვეობით ლაზერული ამოტვიფრვა გამჭირვალე ოპტიკურად ცვალებადი ხელსაწყოს მეშვეობით არის მაღალი უსაფრთხოების პირადობის მოწმობების მრავალმხრივი დაცვის გაკეთების ადვილი მეთოდი. წვრილი სხივი გადის ო.ც.ხ.-ში და აკეთებს ამოტვიფრვას შემდეგ ფენაზე, ეს სხივი შეიძლება აგრეთვე გავიდეს ჰოლოგრაფიკულ ლამინატში.

 

ულტრაიისფერი ლამინატი 

ულტრაიისფერი მელანი და ქარსული ბეჭდვა გაერთიანებულად ქმნის  0.6 ან 1.0 მილიმეტრიან ფენას, რომელიც იცავს პირველ და მეორე ფენას თავიდანვე დაბეჭდილ ბარათებზე.

 

ბიომეტრია

ბიომეტრიქსური მონაცემების შენახვა სამ-განზომილებიან მაგნიტურ ზოლში, QR კოდში, 1D / 2D შტრიხ კოდში ან ინტეგრირებული სქემის ჩიპში, რომელიც წარადგენს ბარათის მფლობელს.

 

"ქარდსოლუშენ"-ის ჯგუფის მხარდაჭერა, მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით