ბარათის პერსონალიზაცია

ჩვენი საპერსონალიზაციო სისტემები უზრუნველყოფენ მომხმარებლის სრულად დაკმაყოფილებას, რათა მიიღონ მაღალი ხარისხის დაცული ბარათები.

 

„ქარდსოლუშენის“ უსაფრთხო პერონალიზაცია

 

ფარული გამოსახულებები

ფარული გამოსახულებები მოიცავს ორ დამცავ გამოსახულებას, როგორიცაა მიკროტექსტი და ულტრაიისფერი ბეჭდვა ქვედა შრეზე. მისი ხილვა შეიძლება მარტივი გამადიდებლით ან ულტრაიისფერი განათებით. ფარული გამოსახულებები ხშირად შერწყმულია ხილულ დამცავებთან.

 

 

ოპტიკურად ცვალებადი სქემა ( ემბლემა) OVD

OVD–ები, როგორიცაა ჰოლოგრამები, ოპტიკურად ცვალებადი მელანი და თხევადი კრისტალები, მოძრაობის დროს ქმნიან განსაკუთრებულ ეფექტს. ეს ეფექტები ხილვადია შეუიარაღებელი თვალისათვის, მაგრამ მისი განმეორება შეუძლებელია, რაც წარმოშობს მისი გაყალბების სირთულეს.

 

ლაზერული ამოტვიფრვა

მაღალი გარჩევადობის ფოტები, ბიოგრაფიული მონაცემები და ცვალებადი მიკროტექსტი ლაზერით ამოიტვიფრება პოლიკარბონატის მონაცემების გვერდზე, რაც ქმნის დაცულ პერსონალიზაციას, რომლის ადვილად შეცვლა და გაყალბება შეუძლებელია (გამოიყენება სიყალბის აღმოსაჩენად).

 

ლაზერით ამოტვიფრული მიკრობეჭდვა

მრავალსახოვანი ლაზერული ამოტვიფრის მიკროპრინტი აღწევს გარჩევადობას 1600 dpi-მდე (წერტილთა რაოდენობა ერთ ინჩზე– Dots per inch). იგი წარმოადგენს მყარ ხაზს და მისი წაკითხვა შესაძლებელია მხოლოდ გამადიდებელი მოწყობილობით. ჩვეულებრივი პრინტერებით შეუძლებელია მოხდეს მისი განმეორება (რეპროდუსირება).

 

ციფრული ხელმოწერა

მარტივი ბიომეტრიული ცვალებადი ელემენტი ემატება დამცავ პერსონალიზაციას.

 

OCR-B ფონტი

მანქანის მიერ წასაკითხი ტექსტისათვის განკუთვნილი ICAO–ს სპეციფიკაცია, გამოიყენება განსაკუთრებული ბიოგრაფიული და უსაფრთხოების მონაცემების დატანისათვის.

 

უსაფრთხოების ბეჭდვა

პრეპრინტის დამცავებით არსებული ფენები გამოსახულია ცისარტყელისებური ბეჭდვით, გულიოშური სწორი ხაზობრივი თარგებით და სხვა ოპტიკური ცვლადი სქემებით, რომელიც ხელს უშლის მათ გაყალბებას.

 

 

პასპორტის პოლიკარბონატული ფენა (შრე)

ეს საკმაოდ გამძლე პოლიმორფული ფენა მისაღებია კონტაქტური და უკონტაქტო ჩიპის წარმოებაში, უსაფრთხოების ბეჭდვასა და ლაზერული პერსონალიზაციის შემთხვევაში, რაც უზუნველყოფს პასპორტის დაცულობასა და გამძლეობას მთელს ბაზარზე.

 

 

ოპტიკურად ცვალებადი მელანი (OVI)

OVI–ს ფერები იცვლება იმისდა მიხედვით, თუ რომელი კუთხიდან შევხედავთ მას. მის რეპროდუსირების მოხდენა არ არის მარტივი ფერადი მაკოპირებელით, რაც ზრდის პროტექციას გაყალბების წინააღმდეგ.

 

მიკროპრინტი

მიკროპრინტი ძალზე მცირე ზომის ტექსტია, რომლის წაკითხვა შესაძლებელია მხოლოდ გამადიდებლით. შეუიარაღებელი თვალისთვის იგი წარმოადგენს უწყვეტ ხაზს და მისი რეპროდუსირება შეუძლებელია ჩვეულებრივი პრინტერისა თუ კოპიერის მიერ.

 

გადაბრუნებული ლაზერული გამოსახულება (TLI)

მრავალრიცხოვანი ნაწილობრივ დაფარული გამოსახულებების და ტექსტის ამოტვიფრვა ლინზისებური გრძივი ეფექტით, რომელიც ცვლის გამოსახულებას სხვადასხვა კუთხიდან დაკვირვების დროს.

 

ხელშესახები ლაზერული ამოტვიფრვა

ვექტორულ მოდელში მაღალი გარჩევადობის ლაზერული ამოტვიფრვის ტექნოლოგიას შეუძლია ბარათების პერსონალიზაცია ხელმოწერებით ან ტექსტით, რომელსაც მომხმარებელი იგრძნობს შეხებისას.

 

სიღრმული ბეჭდვა, ინტაგლიო (მოთავსებულია შიდა საფარში)

დამცავი (უსაფრთხოების) ბეჭდვის პროცესი, რომელშიც გამოიყენება ჩაღრმავებული გრავიურა და უდიდესი წნევა იმისათვის, რომ მოხდეს ემბოსირება, ხელშესახები ბეჭდვა, რომლის სტიმულირებაც შეუძლებელია ჩვეულებრივი საბეჭდი მეთოდებით.

 

პერსონალიზაცია წინასწარ დაბეჭდილ ბარათებზე

 

პერსონალიზაცია ცარიელ ბარათებზე

 

 

პერსონალიზაცია ან ბრენდირება მოცემული დიზაინის ან მონაცემთა ბაზების საშუალებით.

წარმოგიდგენთ ცარიელ ბარათებზე პერსონალიზაციის სხვადასხვა მეთოდებს რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს საქმიანობაში.

აირჩიე თითქმის ყველა საპერსონალიზაციო საშუალება რაც კი შეიძლება გამოყენებული იყოს ბარათის ტრადიციულ პერსონალიზაციის დროს.

შეკვეთის კანთავსების შემტხვევაში უფასოდ დაგიმზადებთ ადგილზე პერსონალიზირებულ ნიმუშებს თქვენი სასურველი მონაცემების დატანით.

 

წარმოგიდგენთ საპერსონალიზაციო საშუალებებს როგორიცაა ფოტო სურათის ფერადი გადატანა ბარათზე, სახელი გვარი, ნუმერაცია, შტრიხ კოდის ყველა სახეობა, მაგნიტურ ველის და სხვა "სმარტ" ბარათების კოდირება, ლაზერული გრავირება, ემბოსირება, ტოპირება, ხილული და უხილავი პერსონალიზაცია.

 

"ქარდსოლუშენ"-ის ჯგუფის მხარდაჭერა, მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით