სერვისი - პროდუქტი ▾

კორპორაციული

წარმატებული საიდენტიფიკაციო პროგრამების თავისუფალი არჩევანი

 

20 წელზე მეტია რაც „ქარდსოლუშენ“-ის ჯგუფი ეხმარება საქართველოს მოწინავე კორპორაციებს უსაფრთხო და ეფექტური ღირებულების მქონე საიდენტიფიკაციო მენეჯმენტის საშუალებების შექმნაში. სხვა ვერც ერთი საბარათე პერსონალიზაციის მოწყობილობის მწარმოებელი ვერც კი მოვა ჩვენს გამოცდილებასთან ახლოს. დღესდღეობით ყველა სახის დაწესებულება მიმართავს „ქარდსოლუშენ“-ს, რადგან ჩვენი საშუალებები იძლევიან საიმედო გარანტიას, რომლის მიღებაც მხოლოდ ინტეგრირებული სისტემების მომწოდებლებისგან შეიძლება. ჩვენ ასევე ვყიდით ყველა სახის მარკას, ჩვენი 360 გრადუსიანი საიდენტიფიკაციო საშუალებების გამო. ჩვენი საშუალებები იცავენ ფიზიკურ და ინტელექტუალურ ღირსებებს ციფრულ ხანაში. თუ თქვენ ამზადებთ წელიწადში ასობით, ათასობით ან მილიონობით ბარათს „ქარდსოლუშენ“-ის ჯგუფი დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის პროდუქციულობისა და შემოსავლიანობის გაზრდაში.

 

ციფრული საიდენტიფიკაციო სისტემები

„ქარდსოლუშენ“- ის საიდენტიფიკაციო სისტემები მოგამარაგებთ ისეთი თავისებურებებითა და ფუნქციებით, რომელიც თქვენ დაგჭირდებათ წარმატებული პროგრამების მართვაში. ჩვენი საშუალებები უზრუნველყოფს რეგისტრაციას, ბარათების დიზაინსა და მათ სწრაფ ადვილ და უსაფრთხო დამზადებას.

 

სხვა მწარმოებლებისგან განსხვავებით ჩვენ გთავაზობთ უფრო მეტ პრინტერებს, საიდენტიფიკაციო საშუალებებს, კამერებსა და აქსესუარებს, რომლებიც იმუშავებენ შეუფერხებლად ნებისმიერ კომბინაციაში.

ამ ინტეგრირებული პროდუქციის ფართო შესაძლებლობები განიჭებთ თქვენ აშკარა უპირატესობას. იმის ნაცვლად, რომ შეარჩიოთ ისეთი სისტემა, რომელიც თქვენს მოთხოვნილებებს ყველაზე მეტად შეესაბამება, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სისტემა, რომელიც ზუსტად მიესადაგება თქვენს მოთხოვნილებებს და თუ დროთა განმავლობაში თქვენი მოთხოვნილებები შეიცვლება, ან გამოჩნდება ახალი ტექნოლოგიები თქვენ შეძლებთ ადვილად მოახდინოთ თქვენი სისტემის კონფიგურაცია და აღარ მოგიწევთ პროდუქციის შეთავსებაზე და გარანტიაზე ნერვიულობა.

 

კორპორაცია

ადვილად-მოსახმარი, საიმედო პაკეტების ფართო ასორტიმენტი

ჩვენ გთავაზობთ მთელ რიგ პროგრამულ უზრუნველყოფების სისტემებს გამოსახულების, დიზაინის, იდენტიფიკაციებისა და მონაცემთა შესაქმნელად. „ქარდსოლუშენ“-ი წარმოადგენს საუკეთესო გასაყიდ იდენტურ ნიშანს კორპორაციებისათვის, რადგან ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფა ვრცელდება საწყისი დონის პაკეტიდან უმაღლეს დონემდე.

 

პროგრამული უზრუნველყოფის იდენტიფიკაციის წინასიტყვაობა: საწყისი დონის პაკეტი მოგაწვდით საჭირო საშუალებებს ბარათების დიზაინისთვის, მონაცემთა შესაყვანად, გამოსახულების დასაფიქსირებლად და სრულფეროვანი ბარათების დასამზადებლად.

 

ID  მუშაობის პროგრამული უზრუნველყოფის ჯგუფი: თავისებურებებით მდიდარი  პაკეტის მოდული  გაძლევთ სრულ პაკეტსა ან მხოლოდ იმ კომპონენტებს შორის არჩევანის საშუალებას, რომლებიც თქვენს მოთხოვნებს შეესაბამება.

 

ID  პროგრამული უზრუნველყოფის ჯგუფი: მარტივი ინტერნეტ-კავშირი, “მაუსის” მომენტალური მოძრაობით იძლევა მონაცემთა მოპოვების, გამოსახულებათა შექმნის და ბარათების წარმოების სწრაფ საშუალებას.

 

 

ადგილობრივი  ბარათის გამოშვება

თქვენი კორპორაცია განსაზღვრულ დროსა და ფულს ხარჯავს დასაქმებულთა, მოიჯარეთა, გამყიდველთა და სხვა მრავალი სახის პირთა პირადი ბარათების გამოშვებაში. „ქარდსოლუშენ“-ის ID სერვის შეუძლია, რომ თქვენ პერსონალს გადაუჭრას ეს პრობლემა. დანახარჯების შემცირებასთან ერთად „ქარდსოლუშენ“-ი ეფექტურად მოგემსახურებათ.

 

ჩვენს ადგილობრივი ბარათის გამოშვების მომსახურებას გააჩნია ზედამხედველური მომსახურება, რომელსაც „ქარდსოლუშენ“-ი უზრუნველყოფს ხელსაწყოებით, მასალითა და შემადგენლობითაც კი. გამოსახულების შექმნითა და ბარათების დამზადებით ჩვენ დაგიზოგავთ დროსა და ენერგიას. ზოგიერთი იყენებს ჩვენს მომსახურებას ბარათების მასიურად დამზადებისას, განსაკუთრებით პიკის პერიოდში. ზოგიერთი გვენდობა ჩვენ, რომ ვარეგულიროთ მათი ბარათების გამოცემა წლის განმავლობაში. არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ ხდება თქვენი ბარათების დამზადება, ჩვენ დაგიმზადებთ ბარათებს უფრო სწრაფად, ადვილად და შეღავათიან ფასებში, რომელიც მორგებული იქნება თქვენს ბიუჯეტთან.

 

რა უნდა იცოდე         

ახალი დაცვის სისტემების ძებნა.  ჩვენ დაგეხმარებით დარწმუნდეთ იმაში, რომ  ID ბარათები, რომელსაც თქვენ ამზადებთ იქნება იდენტური ყველა წარმოებაში გამოყენებისას. რაც დაგეხმარებათ უსაფრთხოების დაცვაში.

 

თვითღირებულების  შემცირების ძიება. ფასების შემცირების ძებნა. თუ თქვენ კვლავ ლამინირებულ ბარათებს ამზადებთ, ამით თქვენ კარგავთ დროსა და ფულს. ჩვენ დაგარწმუნებთ იმაში თუ, როგორ დაეხმარა ID სერვისი დიდ დაწესებულებებს პროდუქციულობისა და ეფექტურობის გაზრდაში. 

ახალი კორპორაციული იდენტურობა. იმ შემთხვევაში თუ თქვენ შეცვლით კომპანიის სახელს ან განავითარებთ ახალ ლოგოს, აუცილებელია ბარათების შეცვლაც. ბარათების გამოცვლის პროცესმა შეიძლება თვეებიც კი წაგართვათ.  „ქარდსოლუშენ“-ის მეშვეობით კი, თქვენ ამას შეძლებთ ბევრად სწრაფად და ეფექტურად.

 

გაერთიანებები და შენაძენები. გაერთიანებების და შენაძენების შემდეგ მნიშვნელოვანია  ID ბარათების დიზაინის შეცვლა. თქვენი პერსონალისთვის ეს ამოცანა სირთულეს წარმოადგენს, „ქარდსოლუშენ“-ი კი ადვილად შეძლებს თქვენთვის ამ პრობლემის გადაჭრას.

 

გაერთიანებებისა თუ შენაძენების განხორციელება

გაერთიანებები და შენაძენები (M&A) წარმოადგენს ორ მნიშვნელოვან დაბრკოლებას უსაფრთხოების მხრივ. უცხო ადამიანთაგან, როგორ უნდა გავიგოთ, ვის აქვს შენობაში შესვლის უფლება და ვის არა? ვინ არის ფირმის სრულ ან ნახევარ განაკვეთიანი თანამშრომელი? როგორ დავადგინოთ თითოეული თანამშრომლის ფიზიკური და იდენტური მონაცემბი? ამ გაუგებრობამ შეიძლება აღშფოთებამდე და დაბნეულობამდეც კი მიგვიყვანოს, რითაც შეიძლება ისარგებლონ კრიმინალებმა და სამართალდამრღვევებმა.

 

„ქარდსოლუშენ“-ის საიდენტიფიკაციო საშუალებები დაგეხმარებათ უსაფრთხოების საკითხის გადაჭრაში. ჩვენ გვაქვს ციფრული ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც თქვენ შეძლებთ პიროვნების მონაცემების შემოწმებას და შეუშვებთ, ან არ შეუშვებთ მას შენობაში.

 

თქვენი კორპორაციის იდენტურობის შეცვლა

ხშირად ლოგო და ემბლემის დიზაინი კეთდება ადგილობრივ დონეზე. მაშინაც კი, თუ თქვენ გაქვთ გამოყენების ზუსტი ინსტრუქცია, ადგილობრივად დამზადებული ბარათების ერთი გვერდი ხშირად განსხვავდება მეორისგან, რამაც შეიძლება ცუდად იმოქმედოს თქვენს საწარმოზე.

 

ციფრული გამოსახულების მქონე ცენტრალიზირებული მონაცემთა ბაზისა და დემოგრაფიული ინფორმაციის მეშვეობით „ქარდსოლუშენ“-ის საიდენტიფიკაციო საშუალებები დაგეხმარებათ შეუთავსებლობის თავიდან აცილებაში და თქვენი წარმოების გაძლიერებაში. შეგიძლიათ ისარგებლოთ ემბლემის დიზაინითა და ლოგოთი თქვენს ქსელზე. ლოგოსა და ფერების არჩევანის საშუალებით თქვენ შეძლებთ გამძლე და ხარისხიანი ბარათების შექმნას.

 

ჩვენი პროდუქციული და სანდო საშუალებებით თქვენ შეძლებთ ფოტო ID ემბლემების სწრაფად და ეფექტურად დამზადებას.

 

 

ID სისტემის გათვალისწინება

ID სისტემის ამორჩევისას მხედველობაში მისაღები საკითხები

  • არის თქვენი ორგანიზაცია ქალაქის სხვადასხვა ადგილას განლაგებული?
  • სჭირდება თვითოეულ მათგანს საკუთარი სისტემა თუ ერთ ცენტრალურ სისტემაზე გატარება?
  • როგორია თქვენი წარმოების ზრდისა და გაფართოვების გეგმები?

 

„ქარდსოლუშენ“-ი გთავაზობთ სხვადასხვა სახის სისტემებს რათა დააკმაყოფილოს ნებისმიერი ორგანიზაციის მოთხოვნილებანი. ციფრულ ტექნოლოგიის ხანაში, ადგილმდებარეობა აღარ წარმოადგენს არანაირ დაბრკოლებას. „ქარდსოლუშენ“-ის  სისტემის საშუალებით თქვენ შეძლებთ თქვენი ახლად გაფართოვებული ბიზნესის უზრუნველყოფას. ჩვენი პროგრამული თუ ტექნიკური უზრუნველყოფის და აქსესუარების საშუალებით თქვენ შეძლებთ ინვესტიციების დაცვასა და თანხის საგრძნობლად დაზოგვას.

 

 

  1. როგორ შეიძლება გამოიყენოთ თქვენი პირადი ID?
  2. ექნებათ ბარათებს სხვადასხვა ფუნქციები?
  3. იქნება საჭირო ერთ ბარათზე მეტი ბარათის გამოყენება?
  4. ექნება ბარათს ფოტო? ხელმოწერა? თითის ანაბეჭდი?
  5. ექნება მაგნიტური ზოლი? ფარული კოდი? “სმარტ” ჩიპი?

 

 

„ქარდსოლუშენ“-ი უზრუნველყოფს გამოსახულების შექმნის საშუალებებს ნებისმიერი მოთხოვნილების გათვალისწინებით. ჩვენი საშუალებების დახმარებით თქვენ შეძლებთ, რომ ბარათს დაუმატოთ ფარული კოდი, მაგნიტური ზოლი და “სმარტ” ჩიპი, რათა შესაძლებელი გახდეს  ID ბარათის სხვადასხვა მიზნით გამოყენება თქვენს საწარმოში.

 

  • შეინახავთ ბარათზე შეყვანილ მონაცემებს?
  • გამოიყენებთ ბარათზე არსებულ მონაცემთა ბაზას, თუ ახალს შექმნით?
  • შეინახავთ სხვა ინფორმაციას მონაცემთა ბაზაში?

 

„ქარდსოლუშენ“-ის სისტემა იძლევა საშუალებას, რომ თქვენი უკვე ასებული მონაცემთა ბაზა გააერთიანოთ ახლად შექმნილ მონაცემთა ბაზასთან.  ჩვენს პროდუქტზე მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ აგრეთვე იხილოთ ჩვენი პროდუქტების ჩამონათვალი.

 

  • რა ინფორმაცია იქნება დაბეჭდილი ბარათის წინა და უკანა მხარეებზე?
  • რამდენი ბარათის დამზადებას აპირებთ მომავალი წელს?
  • რა ცვლილებებს ელით?
  • რამდენ დროს ანდომებთ ბარათების დამზადებას? შეიძლება მათი გამოყენება სხვადასხვა გარემოებებში?

 

 

„ქარდსოლუშენ“-ის საპერსონალიზაციო სისტემები უზრუნველყოფს მაქსიმალურ შედეგს. ჩვენი პრინტერები საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ უსაფრთხო ცალმხრივი ან ორმხრივი, მონოქრომული ან ფერადი ბეჭდვა დროის უმცირეს მონაკვეთში. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ ბარათს დაუმატოთ დამცავი გარსი, რომელიც დაიცავს თქვენს ბარათს ცვეთისგან, მზის რადიაციისგან (ულტრა ფიოლეტი), ქიმიური ნივთიერებებისგან და სხვადასხვა სახის დაზიანებებისგან.

 

 

კორპორაციული საიდენტიფიცაციო პროგრამის დაგეგმვა

   კორპორაციების უმეტესობა ერთმანეთის მსგავს სიტუაციაში იმყოფებიან. ისინი ამზადებენ ფოტო ID-ებსა და შეშვების კონტროლის ბარათებს თანამშრომელთათვის, რათა უზრუნველყონ ფიზიკური უსაფრთხოება და იყენებენ პაროლებსა და სიმბოლოებს თანამიმდევრული უსაფრთხოებისთვის. ზოგადად, ეს სისტემები არ არის ინტეგრირებული. ფიზიკური შეშვების საიდენტიფიკაციო სისტემებისა და თანამიმდევრული შეშვების საიდენტიფიკაციო სისტემების ერთმანეთისაგან გათიშვა იწვევს დიდ გაურკვევლობას. ეს არაინტეგრირებული სისტემები ხშირად არიან დაკავშირებული ძველ ტექლოლოგიებზე, რაც იწვევს ინფორმაციის გაჟონვას. გარდა ამისა, იმის ნაცვლად რომ შეინარჩუნონ მჭიდრო და ხშირი კონტროლი თითოეული ინფორმაციაზე, მწარმოებლები ხშირად ქმნიან მრავალრიცხოვან მონაცემთა ბაზას. რადგანაც გადატვირთვა იზრდება და მონაცემთა ბაზა ძველდება, ჩნდება ინფორმაციის გაჟონვის საშიშროება, რაც უცხო პირებს თქვენს ქსელზე შეღწევის საშუალებას აძლევეს.

 

ვიზუალური და ვირტუალური გადაწყვეტილებები.

 

პირველი ნაბიჯია თქვენი წარმოების შემოწმება. გსურთ, რომ თქვენი საწარმო სხვადასხვა ადგილას იყოს განლაგებული? მუშაობენ თქვენი ძირითადი თანამშრომლები თქვენსავე ოფისში, სახლში თუ ქალაქში? ჩართულია თქვენი კომპანია ელექტრო კომერციაში? გზავნით ფინანსურ ან საინჟინრო ინფორმაციებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით?

 

იმ შემთხვევაში, თუ შეკითხვების უმეტესობას გაეცით დადებითი პასუხი, თქვენ შეგიძლიათ თქვენი წარმოების უსაფრთხოების საგრძნობლად გაზრდა ცენტრალური გამოსახულების მონაცემთა ბაზის საშუალებით.

 

ცენტრალური გამოსახულების მონაცემთა ბაზის საშუალებით, შეძლებთ თქვენი საიდენტიფიკაციო პროგრამების გაკონტროლებას. სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად, უფლებამოსილ პირებს შეუძლიათ შეამოწმოთ თანამშრომელთა საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.  „ქარდსოლუშენ“-ის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია  უზრუნველყოფს თქვენი მონაცემების სწრაფად მიღებას ინტერნეტის საშუალებით.

 

მაგალითად: თუ თანამშრომელი დილით გაანთავისუფლეს წარმოების ერთ-ერთ ფილიალიდან, დაცვას ან რეგისტრატორს უკვე ეცოდინება, რომ ეს პიროვნება წარმოების არც ერთ ფილიალში არ უნდა შეუშვას. ცენტრალური გამოსახულების მონაცემთა ბაზის გარეშე, დაცვას ან რეგისტრატორს არ ექნება საჭირო ინფორმაცია, და შეიძლება ფოტო ID ბარათით ან ნაცნობი იერის გამო შეუშვას პიროვნება შენობაში.

 

ცენტრალური გამოსახულების მონაცემთა ბაზა ასევე უზრუნველყოფს დიდ სარგებლიანობას სწრაფი საიდენტიფიკაციო პროგრამის ფარგლებს გარეთ.

 

ინტეგრირებული ვიზუალური და ვირტუალური საიდენტიფიკაციო სისტემა უსაფრთხოების საშუალებას წარმოადგენს. თანამშრომელთათვის ან სხვა პირისთვის პერსონალიზირებული სმარტ ბარათების დამზადებით თქვენ შეგიძლიათ უბრალო პაროლი ჩაანაცვლოთ დამოწმების ორი ფაქტორით.

 

2 სახის დამოწმების სისტემით, უფლებამოსილმა მომხმარებელმა უნდა წარადგინოს უსაფრთხო, პერსონალიზირებული “სმარტ” ბარათი ან უნდა იცოდეს პაროლი რათა მან შეძლოს წარმოებაში შესვლა.

 

დღეისათვის, შემოსავლის დაზოგვის მიზნით, მრავალი საწარმო ცდილობს შეამციროს ხარჯები, ლოგიკური და თანამიმდევრული უსაფრთხოების სისტემა მნიშვნელოვნად შეამცირებს კაპიტალურ თანხებს.

"ქარდსოლუშენ"-ის ჯგუფის მხარდაჭერა, მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით