ქულების დაგროვება

დაგროვების ბარათის რეგისტრაციის და ქულების დაგროვების საბაზო სისტემა

 

1.დაგროვების ბარათის რეგისტრაციის და გამოყენების სისტემის პროექტი.

სისტემა განკუთვნილია ლოკალურ და გაერთიანებულ ქსელებში სამუშაოდ.

სისტემას შეუძლია მუშაობა ერთ ლოკალურ კომპიუტერიდან  ან მრავალ კომპიუტერთან ერთდროულათ ქსელში. (არჩევითი). 

 

 

,,კლიენტებს” წარმოადგენენ ოპერატორების კომპიუტერები, რომლებიც აღჭურვილია ბარათების წამკითხველი მოწყობილობით:   არჩევითი: შტრიხ კოდის სკანერი, ბარათის წამკითხველები: უკონტაქტო, კონტაქტური, მაგნიტურზოლიანი

 სერვერულ მხარეს წარმოადგენს კომპიუტერულ ქსელში ჩართული Windows 2008/2012/2016 სერვერი და მასზე MS SQL Server 2012/2014/2016,  უფასო Express ვერსია საკმარისია მონაცემთა ბაზის განსათავსებლად. (დაგეხმარებით და გაგიწევთ კონსულტაციას).

 

  • ოპერატორის მხარეს ჩაწერილია აპლიკაცია ,,ბარათების რეგისტრაციისათვის“ და ქულების შესაყვანად.
  • ოპერატორის კომპიუტერიდან ,,კლიენტ“ აპლიკაცია დაუკავშირდება მონაცემთა ბაზის სერვერს მონაცემებთან სამუშაოდ.
  • მონაცემების ანალიზისა და სტატისტიკური ანგარიშებისათვის მომზადდება სპეციალური აპლიკაცია ადმინისტრატორებისთვის.
  • ცენტრალიზებული სერვერი კლიენტებთან დაკავშირებულია TCP/IP პროტოკოლით.

 

2.მონაცემების სტრუქტურა მონაცემთა ბაზის სერვერზე:

 

მონაცემთა ბაზა შედგება შემდეგი ძირითადი ცხრილებისაგან:

  1. მომხმარებელთა ცხრილი - გაცემული ბარათების  და მათი მფლობელების ცხრილი; 
  2. ქულების რეგისტრაციის ცხრილი; 
  3. სერვისების და ბონუსების ჩამონათვალის ცხრილი;

 

 

3.დაგროვების ბარათის გამოშვება და რეგისტრაცია:              

 

დაგროვების ბარათები წარმოადგენენ წინასწარ მომზადებული დიზაინით დაბეჭდილ პლასტიკურ ბარათებს, სადაც თვითოეულს გააჩნია უნიკალური ნომერი, რომელიც დატანილია ბარათზე, როგორც ციფრებით და ასოებით ასევე შტრიხკოდით. ბარათი შეიძლება იყოს მაგნიტური ზოლით ან უკონტაქტო/კონტაქტური ჩიპით, მაგ. უკონტაქტო Mifare 1k -ს სტანდარტით. ასეთ შემთხვევაში ბარათის აქტივაციის დროს ნომერი ჩაიწერება ელექტრონულადაც.

 

 

შტრიხკოდის და მაგნიტური ზოლის გამოყენების შემთხვევაში წამკითხავი მოწყობილობა კითხულობს წინასწარ მინიჭებულ კოდს, რომლის მიხედვითაც ხორციელდება პროცესინგი.

თუ გამოყენებული იქნება ეგრეთწოდებული უკონტაქტო Mifare 1k-ს ტიპის ბარათი, როგორც დაცვის მექანიზმი, შესაძლებელი იქნება ქარხნულად ”ჩაკერებული” უნიკალური ნომრის რეგისტრაციაც, რომლის დუბლირებაც ქარხნულად არ ხდება. ასეთ ბარათში შესაძლებელია ჩაიწეროს მომხმარებლის მიმდინარე ქულების რაოდენობაც. (ამ შემთხვევაში დამატებითი ოფციები ემატება პროგრამას)

 

მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია ხდება ბარათის გაცემის დროს. დუბლირების თავიდან ასაცილებლად მოხდება მისი შედარება მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ბარათებთან. რეგისტრაციის შემდეგ ბარათი მზადაა გამოსაყენებლად.

4. მომხმარებელთან მუშაობა:

  • მომხმარებელთან მუშაობა იწყება მისი ბარათის რეგისტრაციის შემდეგ.
  • რეგისტრაცია შეუძლიათ ოპერატორებს.
  • მომხმარებელს თავისი ბონუსების მდგომარეობის სტატუსი შეუძლია შეამოწმონ ოპერატორთან.

 

5. ანგარიშების სისტემა:

  • მენეჯერისთვის დაიწერება მონაცემთა ანალიზის და ანგარიშების აპლიკაცია სხვადასხვა დონის ანგარიშების გენერაცია და ამობეჭდვისთვის.

 

6. სამუშაოების დასახელება:

  • ლოკალური ბაზის სერვერის ინსტალაცია თქვენს კომპიუტერში
  • სამუშაო ცხრილების შექმნა და ბიზნეს ლოგიკის განსაზღვრა
  • ოპერატორის აპლიკაციის მომზადება ბარათების რეგისტრაციისთვის და ქულების დაგროვებისთვის;
  • მენეჯერის ანგარიშების აპლიკაციის შექმნა;
  • სისტემის გაშვება ტესტურ რეჟიმში.

სისტემის გაშვება სრულად.

 

  1. გაიგე მეტი საცალო გაყიდვების შესახებ 
  2. გაიგე მეტი ბარათით წევრობა ლოიალურობის შესახებ
  3. "ქარდსოლუშენ"-ის ჯგუფის მხარდაჭერა, მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით