სერვისი/პროდუქტი ▾

ქეისი ტელეკომუნიკაციები

ჯერ კიდევ ათეული წლის წინ "ქარდსოლუშენ"-მა დაიწყო  წინასწარი გადახდის ანუ გადასაფხეკი(scratch) ბარათების დამზადება, საქართველოს ტელეკომუნიკაციების სფეროში. 

დაამზადო დღეში ათასობით ბარათები დაცული კოდით, რომელიც უნდა მოემსახუროს უამრავ ადამიანს დაიცვა უსაფრთხოების ნორმები და მოიპოვო ნდობა. "ქარდსოლუშენ"-ი წარმოადგენს ნდობით აღჭურვილ კომპანიას ტელეკომუნიკაციების დაცული და უსაფრთხო კოდების მიწოდების, გენერაციის და დატანის საკითხში. ჩვენი კომპანიის ექსპერტები გთავაზობენ სხვადასხვა დონის დაცულ კრიპროგრაფიულ დაშიფვრის ვარიანტებს, რომელსაც ჩვენი უცხოელი პარტნიორების დაპატენტებული ტექნოლოგიები გვაძლევს ამის საშუალებას.

 

ათეული წლებია საქართველოს კავშირგაბმულობის ოპერატორები იყენებენ "ქარდსოლუშენ"-ის პლატფორმას და თავს საიმედოდ გრძნობენ რადგან ჩვენ გთავაზობთ მსოფლიოში მოწინავე კომპანიების მიერ უკვე აპროფირებულ და გამომდგარ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მორგებულია თქვენს კავშირგაბმულობის სისტემაზე.

 

დღეს ნებისმიერ პოლიგრაფიულ საწარმოს შეუძლია გამოუშვას წინასწარი გადახდის სატელეფონო ბარათები და ერთმანეთზე უკეთესი პირობები შესთავაზოს მომხმარებელს.  საქართველოს კავშირგაბმულობის ოპერატორების უმეტესობა ირჩევს "ქარდსოლუშენ"-ის გადაწყვეტილებებს, როგორც სანდო, უსაფრთხო და კარგად მოქმედ ბრენდს.

 

"ქარდსოლუშენ"-ის ჯგუფის მხარდაჭერა, მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით

მიმდინარეობს გვერდის განახლება