სერვისი/პროდუქტი ▾

ID პრინტერი

ID ბარათის პრინტერები

წარმოგიდგენთ დესკტოპის ტიპის ID მოწმობის პრინტერის გადაწყვეტილებებს, რომელიც წარმოადგენს ID დოკუმენტების საპერსონალიზაციო საბოლოო პლატფორმას.
დაუყოვნებლივ გაეცი მყარი, მაღალი ხარისხანი  ბარათები და დაბეჭდეთ უსაფრთხო პირადობის მოწმობები, რაც მაქსიმალურად გაზრდის ბარათის მფლობელის კმაყოფილებას. თქვენ მიიღებთ მარტივ მუშაობას, დადასტურებულ ეფექტურობას და ეფექტურ შედეგებს.

 

რატომ გამოირჩევა ჩვენი პრინტერები სხვა პრინტერებისაგან?

 

1 ბეჭდვის მაღალი სიჩქარე

ჩვენი პრინტერების მაღალი სიჩქარე საგრძნობლად აჭარბებს სხვა პრინტერების სიჩქარეს, ამავდროულად არ კარგავს თავის მაღალ ხარისხს.

 

2 ბეჭდვის მაღალი ხარისხი

ჩვენს პრინტერში რეალიზებულია  ბეჭდვის რეჟიმები, რომლებიც საშუალებას იძლევა პლასტიკურ ბარათზე უმაღლესი ხარისხით დაიბეჭდოს რთული ლოგოტიპები (სახელმწიფო სიმბოლოები ან სასწავლო დაწესებულებების ემბლემები). ერთ დუიმზე 300 × 1200 წერტილი, რაც მიკროტექსტისა და ორგანზომილებიანი შტრიხ - კოდების მაღალიხარისხიანი ბეჭდვის საშუალებას იძლევა.  პრინტერის მომწოდებლების ექსკლუზიური ბეჭდვის ტექნოლოგია უზრუნველყოფს ხასხასა ფერებს, რომლებიც მაქსიმალურად შეესაბამება კომპიუტერის ეკრანის  ფერებს.

სამაგიდე საბარათე პრინტერს  ლამინატორითურთ შეუძლია დაადოს ტაქტილური გამოსახულება, რაც ბარათის დელამინირებისაგან საიმედო დაცვას უზრუნველყოფს. ხოლო დამცავი სერიული ნომრებით გადაფარვა გაყალბების დამატებით  რისკს ამცირებს.

 

3 გამძლეობა. 

ჩვენ პრინტერებს შეუძლიათ მუშაობა შეუსვენებლად ყოველ დღე. ბარათების გატარების დაპატენტებული ტექნოლოგიები გამორიცხავს სტანდარტული თუ თხელი ბარათების გაჭედვის შესაძლებლობას.

 

4 ბეჭდვის ტექნოლოგიები.

ჩვენ გაგვაჩნია პრინტერები რომლებიც ფოკუსირებულია სხვადასხვა მოთხოვნებზე. რეტრანსფერული ბეჭდვა-პერსონალიზაცია, რეზინის ან მელნის შემცველი მასალებით, თერმული ბეჭდვა-პერსონალიზაცია პირდაპირ ბარათზე, გაგვაჩნია 300, 600 ან 1200 წერტილოვანი(ერთ დიუმზე) ბეჭდვა პერსონალიზაციის შესაძლებლობები. ნაბეჭდის და პერსონალიზირებული გამოსახულებების დაცვა გრძელვადიანი მოხმარებისათვის, ბარათის უსაფრთხოება სხვადასვხვა დამცავი ელემენტების გამოყენებით. 

 

5 ინოვაციები

ჩვენ პრინტერების გარკვეულ მოდელებს გააჩნიათ წინასწარ ჩაშენებული ორმხრივი ბეჭდვის ტექნოლოგიური ფუნქცია, თქვენ ყიდულობთ ერთმხრივ ბეჭდვის ფუნქციით პრინტერს დაბალ ბიუჯეტურ ვარიანტში და შემდეგ მარტივი პროგრამული განახლებით ააქტიურებთ ბეჭდვის ორ გვერდზე ფუნქციას. ამ ინოვაციურ ინსტრუმენტს არ სჭირდება დამატებითი ფიზიკური მოდულების ჩაყენება.

 

რას გთავაზობთ

ჩვენი სამაგიდე საბარათე პრინტერები  დაპროექტებულია პლასტიკური ბარათების პერსონალიზაციის მდიდარი გამოცდილების საფუძველზე და იყენებს უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს. უკვე 20 წელია ჩვენ ვამარაგებთ ბარათების გამოშვების სისტემებით და 100-ზე მეტი ჩვენი სამაგიდე ტექნოლოგიით სარგებლობენ სხვადასხვა დაწესებულებები. ჩართულია ბევრს სახელმწიფო პროგრამაშიც.

ამ ხნის განმავლობაში იმ მოთხოვნილებათა ფორმულირება მოვახდინეთ, რომლებსაც უნდა მოიცავდეს სამაგიდე საბარათე პრინტერი: ბარათების დიდი რაოდენობით ბეჭდვის შესაძლებლობა, მუშაობის ხანგრძლივობა, უსაფრთხოების მაღალი მოთხოვნები, მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენება. ყველა ეს მოთხოვნა იქნა გათვალისწინებული პრინტერების პროექტირებისას.  მოითხოვე დამატებითი ინფორმაცია.

"ქარდსოლუშენ"-ის პრინტერების საშუალებით თქვენ იღებთ არა მხოლოდ კომპაქტურ და მოსახერხებელ მოწყობილობას, არამედ სრულფასოვან პროფესიონალურ გადაწყვეტას დასახული მიზნების განსახორციელებლად.

შესაძლებელია პრინტერების დააკავშირება კომპიუტერთან სტანდარტული პორტებით Enternet-ით ან USB, ასევე ადვილად უკავშირდება კორპორატუილ ლოკალურ ქსელსაც. აგრეთვე გამოიყენება ზოგიერთ მოდელისთვის WiFi კავშირი.  პრინტერში უკვე ჩაშენებულია ქსელური კომპონენტები და დამატებითი აღჭურვილობა არ სჭირდება. პრინტერის გამოყენება ასევე შეიძლება ცალკეც. პრინტერთან ერთად შემოთავაზებულია ასევე ყველაზე განსხვავებული საბარათე პროექტების ინტეგრაციის დასამუშავებელი პროგრამული საშუალება.

 

სამაგიდე საბარათე პრინტერებში გათვალისწინებულია უახლესი ტექნიკური მიღწევები:

ბარათების ავტომატური ჩატვირთვა.

ლამინატორი ბარათების გადაღუნვის თავიდან ასაცილებელი მოწყობილობით.

ტაქტილური გამოსახულების დადებისა და ლამინატის შტრიხკოდების წაკითხვის მოწყობილობა.

სმარტ-ბარათებისა და მაგნიტური ზოლის ჩანაწერების პერსონალიზაციის მოდულები.

შესაძლებელია უკვე დაყენებული პრინტერების მოდერნიზება.

ბარათებზე ცალმხრივი (Simplex ) და ორმხრივი (Duplex) ბეჭდვა.

მრავალფეროვანი და მონოქრომული (მხოლოდ ერთი ფერით) ბეჭდვა.

ადვილად ეცვლება გამასუფთავებელი გორგოლაჭი და სახარჯი მასალები.

სენსორული თხევადკრისტალური ეკრანი.

ინტუიციურად გასაგები სიმბოლოები.

 

პრინტერების ყველა მოდელს საშუალება აქვს Ethernet -ისა და USB-ს საშუალებით ჩაერთოს ქსელში.

პრინტერის თანამედროვე დრაივერი. პროგრამული მხარდაჭერა.

 

დამატებითი შესაძლებლობები:

ჩვენ პრინტერებს გააჩნია  დამატებითი თავსებადი მოდულების მიყენების ან ჩაყენების შესაძლებლობები, როგორებიცაა: მაგნიტური ზოლის,  უკონტაქტო და კონტაქტური ბარათის კოდირების მოდული.   6 (ექვსი)  განყოფილებიანი ბარათების გადაცემის ბუნკერის მიყენების მოდულის შესაძლებლობა.

იდეალურად გამოიყენება შემდეგ სფეროებში:

1.საიდენტიფიკაციო ბარათები თანამშრომლებსა და სტუმრებისათვის.

2.სტუდენტური ბილეთები და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომელთა დამადასტურებელი ბარათები.

3.ბარათები ფოტო იდენტიფიკაციით სამთავრობო პროექტებისათვის

4.სოციალური ბარათები ფოტოსურათებით.

 

 

როგორ შევარჩიოთ პრინტერი?

 

პირველ რიგში საჭიროა ვიცოდეთ პროექტის შინაარსი და დეტალები

რა სახის პრინტერი გაინტერესებთ, რეტრანსფერული თუ სუბლიმაციური?

რამდენი ბარათის გამოშვებას აპირებთ ერთ დღეში, ერთ კვირაში, ერთ წელიწადში?

განსაზღვრეთ პერსონალიზაციის მხარე; ერთ გვერდიანი თუ ორ გვერდიანი?

რა სახის სახარჯი მასალის გამოყენებას აპირებთ?; მონოქრომული, სრულფერიანი თუ ლაზერული?

პერსონალიზაციის სახეობა; სხვადასხვა განმსაზღვრელი ფაქტორები

პერსონალიზაციის მხარე; მაგნიტური ზოლის კოდირება, შტრიხ კოდი ან QR კოდი, კონტაქტური ან უკონტაქტო ჩიპის კოდირება?

ბარათის დაცვითი მექანიზმები; ლამინირება, ჰოლოგრამა/ლამინატი, UV ბეჭდვა, ლაზერი, მიკროტექსტი, ჰოლოგრამა/ფოლგა?

ბარათის გამძლეობა მასალების მიხედვით; PVC ან კომპოზიციური შემადგენლობით 1,2,3,4,5-10 წელი?

ბარათების მისაწოდებელი ბუნკერის ტევადობა?

რამდენ ლოკაციაზე გსურთ პრინტერის განთავსება?

რამდენი ოპერატორი იმუშავებს(დაუკავშირდება) ერთ პრინტერს?

 

დაგვიკავშირდით და ერთად შევარჩიოთ თქვენთვის სასურველი მოდელი, ჩვენ გამოგიგზავნით ყველა ინფორმაციას და ლინკს რომელი პრინტერის მოდელიც იქნება თქვენთვის მისაღები, ჩვენ ადგილზე გაგვაჩნია ყველა მოდელის სადემონსტრაციო ვარიანტი და შეგვიძლია შეძენამდე მოვახდინოთ თქვენთვის სასურველი ბარათის დაბეჭდვა და პერსონალიზაცია.

 

ბარათების მყისიერი გაცემა

 

"ქარდსოლუშენ"-ის ჯგუფის მხარდაჭერა, მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით