აღმოაჩინეთ თუ რატომ ახდენს მთავრობა უსაფრთხოების მხრივ იდენტიფიკაციას „ქარადსოლუშენ“-თან
ეროვნული უსაფრთხოება დამოკიდებულია კარგად დაცული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გამოშვების და მართვის შესაძლებლობაზე. ტექნოლოგია, რომელსაც თქვენ შეარჩევთ უნდა იყოს მეტად სწრაფი და განვითარებული ვიდრე შესაძლო საფრთხე. ამიტომ ენდობა ნაციონალური, სახელმწიფო და რეგიონალური მთავრობა „ქარდსოლუშენ“-ს პირადობის მოწმობების, მართვის მოწმობების, საარჩევნო სარეგისტრაციო ბარათების, სამგზავრო პირადობის მოწმობების, ფასდაკლების ბარათების, თანამშრომელთა ბარათებისა და პასპორტების დიზაინსა და დამზადებაში. ნახეთ, თუ როგორ ვიყენებთ “სმარტ” ბარათებს, ბიომეტრიას, ლაზერულ ამოტვიფრას და სხვა ძირითად ტექნოლოგიებს გაყალბებისა და თაღლითობისგან დაცვითი მექანიზმების შესაქმნლად.
მნიშვნელოვანი ელემენტები მთავრობის საიდენტიფიკაციო პროგრამების უსაფრთხოებისათვის
დოკუმეტებზე დამცავი ელემენტების დამატების გარდა, მთავრობის უსაფრთხოების პროგრამაში უნდა იყოს ინტეგრირებული უსაფრთხოების ზომები, რომლებიც დაიცავენ არსებულ ინფორმაციას და დაეხმარებიან ინდივიდუალურ პიროვნებას ბარათის ჩვენებით საკუთარი თავის ამოცნობაში.
„ქარდსოლუშენ“-ის ჯგუფს აქვს დიდი გამოცდილება საქართველოს მაღალ პროფილიან სამთავრობო სააგენტოებთან. ეფექტური ფასიანი ინტეგრირებულ დოკუმენტთა უსაფრთხოება, ინფორმაციის უსაფრთხოება და ბარათის მფლობელის უსაფრთხოება მათ სამთავრობო პროგრამებში დამოკიდებულია „ქარდსოლუშენ“-ის პროფესიონალიზმზე.
დოკუმენტების უსაფრთხოება
სამთავრობო პროგრამაში უსაფრთხოების საკითხს ყოველთვის ეჭირა მნიშვნელოვანი ადგილი. მიუხედავად ამისა ეროვნული პირადობის მოწმობები, პასპორტები, მართვის მოწმობები, დაბადების მოწმობები და სხვა სამთავრობო დოკუმენტები იქმნებოდა ლამინაციაზე დაფუძნებული ტექნოლოგიებით, რომელიც სუსტად იყო დაცული გაყალბებისგან.
სანამ ჯერ კიდევ არ არსებობს გაყალბებისგან 100%-ით დაცული საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, ახალი ციფრული პლასტიკური ბარათების ტექნოლოგიის განვითარებით გაყალბებისა და თაღლითობის შესაძლებლობა უფრო იზრდება. „ქარდსოლუშენ“-ის ჯგუფი გარკვეულია ამ ტექნოლოგიებში და შეუძლია უმაღლესი უსაფრთხოების ზომების შეთავაზება.
ბარათის მფლობელთა უსაფრთხოება
განვითარდა ციფრული ტექნოლოგიები და სამყარო უფრო დაუცველი გახდა. აი რატომ სარგებლობს მთავრობა საიდენტიფიკაციო პროგრამებით და იყენებს ყველაზე განვითარებულ საშუალებებს ბარათის მფლობელთა ნამდვილი პირადობის დასადგენად, სანამ მათ მისცემენ საზღვრის გადაკვეთის, ქსელის მონაცემთა ბაზაში, სამთავრობო შენობებში ან ნებისმიერ სხვა დაცულ ადგილებში შესვლის უფლებას.
„ქარდსოლუშენ“-ის ჯგუფს ყოველი ეს პრობლემა ესმის. ჩვენ გვაქვს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება დაბალ ფასებში, ბიომეტრიის და სხვა ავტომატური შესვლის კონტროლის ტექნოლოგიების მაღალ პროფილირებულ სამთავრობო საიდენტიფიკაციო-სადოკუმენტაციო პროგრამებში ჩანერგვის განსახორციელებლად მთელ საქართველოში.
მონაცემთა უსაფრთხოება
მთავრობისთვის და ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირადობის მოწმობაში არსებული ინფორმაცია იყოს კონფიდენციალური და კარგად დაცული. „ქარდსოლუშენ“-მა იცის, როგორ უნდა ინფორმაციის დაცვა გაყალბებისაგან – არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორი ტიპის ინფორმაციაა: დოკუმენტზე გარედან დაწერილი, მანქანით წასაკითხი, რომელიც შენახულია ბარათში ან ინფორმაცია რომელიც შენახულია მონაცემთა ბაზაზე.
არსებობს სხვადასხვა სახის ტექნოლოგა, რომელიც დაიცავს დოკუმენტის უსაფრთხოებას და მასზე გარედან დაწერილ ინფორმაციას გაყალბებისაგან.
„ქარდსოლუშენ“-ს გააჩნია დიდი გამოცდილება დაიცვას მანქანით ამოსაკითხი ინფორმაცია მაგნიტურ ზოლში, შტრიხ კოდსა და “სმარტ” ბარათებში.
გამძლე და უსაფრთხო ID ბარათები
17 წელზე მეტია რაც სამთავრობო სააგენტოები ენდობიან „ქარდსოლუშენ“-ის ექპერტებს უსაფრთხო ეროვნული პირადობის მოწმობების, მართვის მოწმობების, საარჩევნო სარეგისტრაციო ბარათების და სხვა საიდენტიფიკაციო ბარათების წარმოებაში.
გაეცანით თუ რას ნიშნავს უსაფრთხო და გამძლე ბარათები.
ბარათების დიზაინის სტრატეგია სხვადასხვა სამთავრობო განცხადებებისთვის
ქვემოთ მოცემული მაგალითის ნიმუშები დაგეხმარებათ იმის გაგებაში თუ როგორ მზადდება უსაფრთხო და გამძლე ID ბარათები. ეს მაგალეთები არ გიჩვენებთ ყველა იმ ტექნოლოგიას, რომელიც ბარათის დაცვისა და გამძლეობისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული, ის გიჩვენებთ იმ ძირითად მოთხოვნილებებს რომელიც ID ბარათების დასაცავად არის საჭირო.
ოპტიგრამული ლამინატები
სამთავრობო პირადობის მოწმობების დაცვა ოპტიმალური, ოპტიკურად ცვალებადი ხელსაწყოს მეშვეობით
„ქარდსოლუშენ“-ის ოპტიგრამ უსაფრთხო ლამინაცია წარმოადგენს პირადობის მოწმობების ბარათების უმაღლესი დონის დამცავ საშუალებას. ოპტიგრამის ლამინატი არის ციფრული წარმოშობის ოპტიკურად ცვალებადი ხელსაწყო ოპტიკური მიკრო სტრუქტურებისთვის. ის ირეკლავს სინათლეს როგორც ჰოლოგრამა, მაგრამ გთავაზობთ უფრო მაღალ უსაფრთხოების დონეს. ახალი მაღალ რეზოლუციური უსაფრთხოების დიზაინები არის რეგისტრირებული ბარათზე რათა მისცეს გამძლეობა შემოწმების დროს. „ქარდსოლუშენ“-ის ჯგუფი გთავაზობთ ოპტიგრამის ლამინატების ფართე არჩევანს
ტრადიციული გილიოშური დაცვითი დიზაინი:
უნიკალური დაცვითი დიზაინი, რომელიც შედგება რთულხაზოვანი დეტალის და ანიმაციური ტალღოვანი ნახატისგან. სპეციალური წვრილ-ხაზოვანი დიზაინი, რომელიც გამოიყენება ფულის ბანკნოტებსა და პასპორტებზე. დაცვითი ელემენტები შეიძლება იყოს დაბეჭდილი სურათის ზედაპირზე ულტრაიისფერი, ინფრაწითელი და ცისარტყელისებური მელნებით.
დაცული ტექსტი 3200 DPI
მაღალი რეზოლუციის გამოსახულებების გაკეთების ტექნოლოგია შესაძლებელს ქმნის მიკრო-ტექსტის, ხაზოვანი ხელოვნების და პიქსელური კოდირების გაერთიანებას. მაგალითად: 10 თეთრიანის ზომის ბეჭედი შეიძლება შეიცავდეს 4-ჯერ დაწერილ აშშ-ს თავისუფლების დეკლარაციას.
ლაზერით აღსადგენი დამალული გამოსახულება – წასაკითხი თვისება:
უხილავი უსაფრთხოების თვისება შეიძლება იყოს გამოჩენილი და წაკითხული უბრალო ჯიბის წითელი ლაზერის მეშვეობით. „ქარდსოლუშენ“-ის მიერ შემოთავაზებული ოპტიგრამის ლამინატი გთავაზობთ საუკეთესო დაცვას ქიმიური და ფიზიკური ცვეთის წინაამღდეგ. როდესაც ლამინატორს ვაკრავთ კომპოზიტურ ბარათს, მისი შედეგი აჭარბებს გამძლეობის ყველა ნორმას.
ოპტიგრამის ლამინატი არის სქელი პოლიესტრი, რომელიც უერთდება სხვა ფენებს მაღალი ტემპერატურის გამოყენებით ბარათების პრინტერებში. ეს მოდული ადებს ოპტიგრამის ლამინატს ბარათზე, ამაგრებს და შემდეგ მაღალი ტემპერატურის და წნევის გამოყენებით აერთიანებს მას სხვა ფენებთან.
ოპტიგრამის ლამინატის გამოყენება შეიძლება კომპოზიტურ ბარათებზეც, რომლებმაც გაიარეს გრაფიკული, საღებავის დიფუზიის და გამოსახულებების თერმული გადაადგილების პერსონალიზაცია. ოპტიგრამის ლამინატის სისქის და კომპოზიტური ბარათის მოთხოვნების გამო არ არის სასურველი ბარათის ემბოსირება. ემბოსირების შედეგი არ იქნება ISO-ს ტანდარტების შესაფერისი. თანაც ემბოსირებულ ადგილებში ბარათს შეიძლება ლამინატი აძვრეს.
დურაგარდის ლამინატები
დურაგარდის ლამინატები სპეციალურად იქნა გამოგონილი ეროვნული პირადობებისა და მართვის მოწმობების პროგრამებისთვის, რადგან „ქარდსოლუშენ“-ის ასორტიმენტიდან ეს ლამინატები წარმოადგენენ საუკეთესო დაცვას ქიმიური და ფიზიკური ცვეთის წინაამღდეგ. დურაგარდის ლამინატით გადაფარული კომპოზიტური ბარათი გამძლეობის ნორმებს შეესაბამება და აჭარბებს კიდეც.
„ქარდსოლუშენ“ დურაგარდ -ის ლამინატორი არის სქელი პოლიეთილენის ნივთიერება, რომელიც შეიცავს მაღალი ტემპერატურით შეერთებულ ფენებს. ის ისე არის დამზადებული,რომ ადვილად ჩაიდოს ბარათების დასაპერსონალიზირებელ პრინტერში. პრინტერის მოდული ათავსებს დურაგარდ ლამინატს ბარათზე და შემდეგ სიმხურვალისა და წნევის საშულებით ზუსტად აკრავს მას ბარათზე.
დურაგარდ ლამინატი შეიძლება გადაეკროს ბარათს, რომელიც პერსონალიზირებულია გრაფიკულად, თერმულად დამზადებული ფოტოებითა და გამოსახულებით. დურაგარდ ლამინატი სისქის გამო არ არის რეკომენდირებული ემბოსირებული ბარათების ლამინირებისთვის, რადგან ემბოსირებული ბარათების ზომები აღემატება ISO სტანდარტულ ზომებს. ამას გარდა ლამინატი შეიძლება არ მიეკროს ბარათის ემბოსირებულ ადგილებს.
ლაზერული ამოტვიფრის ტექნოლოგიები
„ქარდსოლუშენ“-ის ლაზერული ამოსატვიფრი ტექნოლოგიის საშუალებით შესაძლებელია დოკუმენტების ყველაზე უსაფრთხო პერსონალიზაცია. ლაზერული ამოტვიფრა მთავრობის მიერ შერჩეულ იქნა, როგორც იდეალური ტექნოლოგია პერსონალიზირებული დოკუმენტების უსაფრთხოებისთვის. ლაზერულად ამოსატვიფრი ტექნოლოგია ზოგადად შეზღუდულია, მაგრამ მაინც ფართოდ გამოიყენება. პოლიკარბონატული დოკუმენტები სამუდამოდ შეცვალა ლაზერულმა ტექნოლოგიამ, რადგან მისი საშუალებით პერსონალური ინფორმაციის შეცვლა ან გაყალბება რთულია.
ამავდროულად ბევრი სამთავრობო სააგენტოები მოითხოვენ სხვადასხვა სახის დამცავ საშუალებებს და ლაზერული ამოტვიფრა ხშირად შეიძლება კომბინირებულ იქნას სხვა ბრენდების-ის მიერ შემოთავაზებულ ტექნოლოგიებთან.
„ქარდსოლუშენ“-ი გთავაზობთ რამოდენიმე მოდულს, რომელიც გამოიყენება პატენტურ ლაზერულად ამოსატვიფრ ტექნოლოგიაში:
პასპორტის დასაპერსონალიზირებელი დიდი მოცულობის მქონე სისტემა.
დესკტოპ ID ბარათების დასაპერსონალიზირებელი სისტმა
დესკტოპ პასპორტის დასაპერსონალიზირებელი სისტემა
პატენტურ ლაზერულ ტექნოლოგიაში გამოიყენება უმაღლესი ლაზერული გამოსახულების შესაძლებლობები, რათა დაბეჭდოს ტექსტის და ფოტო პოლიკარბონატულ მასალაზე მაღალ პროფილიანი მთავრობის პროგრამების ოპტიმალური უსაფრთხოებისთვის.
რას ნიშნავს ლაზერული ამოტვიფრა და როგორ ხდება ის?
როდესაც პოლიკარბონატულ მოლეკულებს ხვდება ლაზერული სხივი ისინი გადაიქცევიან მცირე ზომის კარბონატის ბუშტებად, რომელიც მიიღებს შავ ფერს. ლაზერული სხივის პოლიკარბონატულ მატერიალზე დასხივებით შესაძლებელია ნებისმიერი გამოსახულების ბეჭდვა - მიკრო-თვისებების ბეჭდვაც კი.
ტექსტის ამოტვიფრა შეიძლება ვექტორული ან პიქსელური ფორმატით. ვექტორული მეთოდი იგრძნობა ხელით და ხშირად გამოიყენება ტექსტის ამოსატვიფრად. პიქსელური ფორმატით კი უფრო მეტის გაკეთება შეიძლება, ის გამოყენება როგორც ფოტოს აგრეთვე ტექსტის, სიმბოლოების და გრაფიკების ამოსატვიფრად.
ლაზერული ამოტვიფრის პროცესი
1.ლაზერული სხივი გადადის სუფთა ზედა ფენაზე რეაქციის გარეშე. ლაზერული სხივი ეცემა ლაზერულ ფენას, რაც იწვევს ფენაში პიგმენტების რეაქციას.
2.ლაზერული სხივი ეცემა არაგამჭირვალე ძირითად ფენას, რის გამოც ნივთიერებაზე მაშინვე ხდება რეაქცია და იწყება ურთიერთქმედება სხვადასხვა ნივთიერებებს შორის.
3.რადგანაც დამატებითი ენერგია წარმოიქმნება სხივის მიერ, ნივთიერებაში ზემოქმედება გრძელდება მაღალი ტემპერატურის გამო. ლაზერული ამოტვიფრის პროცესის შედეგად ძირითადი ფენა დნება სუფთა ზედა ფენაზე და ხდება მისი შეერთება სუფთა ზედა ფენასთან.
რატომ არის ლაზერული ტექნოლოგია ასე უსაფრთხო?
ლაზერული ამოტვიფრის თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ამოტვიფრავს ტექსტს და ხარისხიან გამოსახულებას პოლიკარბონატულ მასალაზე ძირითად ნაწილზე, ექსტრემალურად დაიცავს ბარათს გაყალბებისგან.
ლაზერული ამოტვიფრვა სამუდამოდ ცვლის დოკუმენტის ბეჭდვის პირობებს, სადაც უბრალო მელნის და საღებავისგან განსხვავებით მისი წაშლა შეუძლებელია. ლაზერული ამოტვიფრვის დროს გამოიყენება პოლიმერები, ისეთები როგორიც არის პოლიკარბონატი, რაც ქმნის ბარათს ძალიან გამძლეს. ეს პოლიმერები იდეალურია ლაზერული ამოტვიფრვის და RFID ჩიპების ტექნოლოგიების შესათავსებლად.
„ქარდსოლუშენ“-ი გთავაზობთ დამატებით უსაფრთხოებას ლაზერული ამოტვიფრვის ტექნოლოგიის დისტრიბუციის გაკონტროლებით. ეს პროდუქცია სპეციალურად მზადდება კვალიფიცირებულ კლიენტთათვის.
რატომ არის „ქარდსოლუშენ“-ის შემოთავაზებული ლაზერული ამოტვიფრის ტექნოლოგია უკეთესი?
„ქარდსოლუშენ“-ის ლაზერული ამოტვიფრის ტექნოლოგია ადვილად შესანახია. ეს იმიტომ, რომ ჩვენ ვიყენებთ მძლავრ დიოდურ ლაზერს რომელიც სხვა მანათებელ ნათურებთან და დიოდურ სისტემებთან შედარებით უფრო შეამცირებს თქვენს დანახარჯებს.
იმას გარდა, რომ „ქარდსოლუშენ“-ის ლაზერული ტექნოლოგიით ამოტვიფრა საგრძნობლად იაფია, მას უფრო დიდი ხნის გამძლეობა გააჩნია. ნათურის ლაზერულ სიტემას ხშირად სჭირდება ნათურის გამოცვლა. ნათურის გამოცვლისას კი ხშირად არის მისი ოპტიკური მექანიზმის დაზიანების რისკი.
სხვა ლეზერული პროდუქტებისგან განსხვავებით, „ქარდსოლუშენ“-ის ლაზერულ ტექნოლოგიაში არის ჩაპროგრამებული გამწოვი და გასაფილტრი სისტემები და არ ესაჭიროება სპეციალური ოთახის აგება ინდუსტრიული მასალების გამოყენებით.
„ქარდსოლუშენ“-ი იძლევა დამატებით უსაფრთხოებას ლაზერული ტექნოლიგიის დისტრიბუციის დროს.
სამთავრობო გადაწყვეტილებების საქმე
„ქარდსოლუშენ“-ი გთავაზობთ ყველაფერს რაც კი საჭიროა სამთავრობო პროგრამების წარმატებულად შესასრულებლად. ჩვენ გთავაზობთ მსოფლის საუკეთესო ბარათების დასამზადებელ სისტემებს, საიდენტიფიკაციო პროგრამულ უზრუნველყოფებსა და ბარათების პრინტერებს. სამთავრობო მომსახურეობის სრული მენიუ გთავაზობთ პროექტის შედგენას, შესრულებას, სწავლებას, მხარდაჭერას inline ან online ფოტო ID-ის პროდუქციას. ჩვენი შეუდარებელი სამთავრობო „ქარდსოლუშენ“-ი გახდა საუკეთესო პარტნიორი სამთავრობო საქმიანობებში.
პასპორტის პერსონალიზაციის სისტემები
ლაზერული ამოტვიფრის საშუალებით უსაფრთხოება უფრო იზრდება
„ქარდსოლუშენ“-ის ლაზერული ამოტვიფრის საშუალება საპასპორტო სისტემაში მთავრობას შესაძლებლობას აძლევს დაამზადოს გაყალბებისგან დაცული სამგზავრო დოკუმენტები.
თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სამაგიდე და მაღალ წარმადობის მქონე საპერსონალიზაციო მოდელები. ამ ტექნოლოგიების საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ამოტვიფროთ ტექსტი და გამოსახულება პოლიკარბონალურ გვერდზე მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის. ფოტო, ტექსტი, QR კოდი, ხელმოწერა და სხვა გრაფიკული ელემენტები დაიბეჭდება არაჩვეულებრივად, გარკვევით, უსაფრთხოების პერსონალიზაციის პროცესის დროს.
თანამედროვე, სანდო ლაზერული დასაპერსონალიზირებული საპასპორტე სისტემა მთავრობას საშუალებას აძლევს პერსონალიზაცია გაუკეთოს პასპორტებს მაღალი წარმადობით.
სამაგიდო პასპორტის დასაპერსონალიზირებელი სისტემა შეიცავს თანამედროვე ლაზერულ ტექნოლოგიასა და დამცავ კომპაქტურ სისტემას.
მაღალ წარმადობის ID ბარათების პერსონალიზაცია
ინდუსტრიაში სწრაფად ვრცელდება მაღალი წარმადობის ბარათის დასაპერსონალიზირებელი სისტემები. სხვადასხვა სისტემებიდან თქვენ შეიგიძლიათ შეარჩიოთ ისეთი სისტემა, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს პროგრამას, მოთხოვნილებებს და ბიუჯეტს.
„ქარდსოლუშენ“-ის ცენტრალიზებული სერიის ბარათების დასამზადებელი სისტემა მსოფლიოში იძლევა საუკეთესო საშუალებას მაღალ ფუნქციონალური ბარათების დასამზადებლად. ის არის ექსტრემალურად მოხერხებული: თქვენ შეგიძლიათ დაუმატოთ დაახლოებით 24 მოდული არჩევანის მიხედვით, დაწყებული მარტივი ემბოსირებითა და მსუბიქი გრაფიკებით, დამთავრებული ყველაზე თანამედროვე, მულტი აპლიკაციური “სმარტ” ბარათების პერსონალიზაციით.
არაჩვეულებრივი ხარისხის, გამძლეობის, პროდუქციულობის, ჩიპის შესამოწმებელი მოდულების მქონე სისტემა საათში ამზადებს 3 500 ბარათს, მოდულური დიზაინით, მუდმივი ამოტვიფრით, ტექსტის გამოსახულებითა და ფარული კოდის 1 200 dpi სიხშირით.
დაბალ წარმადობის ID ბარათების პერსონალიზაცია
ბარათების დასაპერსონალიზირებელი პრინტერები ყველა სახის მოთხოვნილებებისთვის.
უსაფრთხოება ესაჭიროება ყველა სახის სამთავრობო ორგანიზაციას. ზოგიერთი მიოითხოვს ყველაზე განვითარებულ უსაფრთხოების საშუალებას რათა თავიდან აიცილოს გაყალბებები. ზოგს სჭირდება ექტრემალურად მაღალი ბეჭდვის საშუალებები. ზოგს კი ესაჭიროება ”სმარტ” ბარათების შასაძლებლობები, დამცავი ჰოლოგრამები, მაგნიტურ ზოლიანი ან ფარულკოდიანი ბარათები.
„ქარდსოლუშენ“-ი იძლევა ფართე არჩევანის საშუალებას. ჩვენი მრავალ ფუნქციური პრინტერების საშუალებით თქვენ ყოველთვის მიიღებთ ისეთ პრინტერს, რომელიც ყველაზე მეტად დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებსა და შეასძლებლობებს. აქ კომპრომისზე წასვლა არ არის საჭირო.
ჩვენი პრინტერები არის მოსახერხებელი და უსაფრთხო სამაგიდე, ბარათების დასაპერსონალიზირებელი სისტემა ID პროგრამებისთვის.
ჩვენი საშუალო სიხშირის პრინტერი შედგება უამრავი საიმედო და ეფექტური მოდელისგან, პრინტერი ბეჭდავს სრულფერიან ან ერთფერიან ლოგოტიპებს ბარათის ერთ ან ორივე გვერდზე, ასევე იძლევა ბარათის ლამინირების ან ჰოლოგრამის გადაკვრის საშუალებას ბარათის უსაფრთხოებისა და გამძლეობისთვის.
ჩვენი სამაგიდე პრინტერები, რომლებიც სპეციალურად დამზადებული იქნა მაღალ სიხშირიანი განცხადებებისთვის, რომელზეც უნდა აღიბეჭდოს უმაღლესი ხარისხის გამოსახულება, ბარათს უნდა ჰქონდეს დიდი ხნის გამძლეობა, ძლიერი უსაფრთხოება და გაუძლოს ხშირ ხმარებას.
პროგრამული უზრუნველყოფები
მსოფლიოში გავრცელებული სტანდარტი ყველა სახის წარმატებული ID პროგრამებისთვის
„ქარდსოლუშენ“-ი გთავაზობთ სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფების პაკეტებს, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი საიდენტიფიკაციო ბარათების მოთხოვნილებებს და მოგაწვდით საჭირო იარაღებს წარმატებული ID პროგრამის შესაქმნელად.
„ქარდსოლუშენ“-ის ID საიდენტიფიკაციო პროგრამულ უზრუნველყოფებს გააჩნია ის თვისებები და ფუნქციები, რითაც შეგიძლიათ შეადგინოთ ID ბარათების პროგრამა, ან გახადოთ უკვე არსებული პროგრამა უფრო წარმატებული. მისი თვისებებისა და ფუნქციების საშუალებით თქვენ შექმნით, ან სრულყოფილად შეცვლით თქვენს ID ბარათების პოგრამას. ამ ადვილად გამოსაყენებელ პროგრამული უზრუნველყოფების საშუალებით, თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ სისტემას დაურთოთ მულტი სიხშირის უსაფრთხოება.
ნებადართულ პირებს უფლება აქვთ ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის ნახვის. მარტივი კოდის საშუალებით თქვენ შეძლებთ მოძებნოთ, შეასწოროთ, წაიკითხოთ და ამობეჭდოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია.
სუპერ პროგრამები დაგეხმარებათ თქვენი მულტიაპლიკაციური “სმარტ” ბარათების პროგრამების სწრაფად და ეფექტურად შედგენაში. ის მართავს თითოეული “სმარტ” ბარათის
ყველა ფაზების სრულ ციკლს, დამზადებამდე, დამზადების შემდეგ და ბარათის მფლობელზე მიცემის შემდეგაც.
ბიომეტრიკული ელემენტები და იდენტიფიკაციის სისტემა
ტრადიციული საშუალებებისთვის გამოიყენება „ქარდსოლუშენ“-ის ID სამუშაოების დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც საშუალებას მოგცემთ მონაცემთა ბაზები გააერთიანოთ ციფრული სისტემის თითის ანაბეჭდის რიდერთან, რათა სისტემამ ერთდროულად მიიღოს თითის ანაბეჭდი და ელექტრონული ხელმოწერა. პროგრამის მონაცემთა ელემენტები ან მომხმარებლის განსაზღვრული მონაცემები, ადვილად შეიძლება გაოყენებულ იქნას სხვადასხვა სახის დოკუმენტის იდენტიფიცირებისთვის, სხვადასხვა მონაცემთა ელემენტების საშუალებით.
საიდენტიფიკაციო დოკუმენტები ადვილად იქმნება მომხმარებლის მონაცემებთან ერთად. მაგალითად: მონაცემები იწერება ბარათზე სპეციალური მონაცემთა ფორმატის მეშვეობით. იდენტიფიცაციის მიზნით, მონაცემები იკითხება და მოწმდება ბარათზე რიდერის საშუალებით. სისტემას აგრეთვე შეუძლია დააპროგრამოს “სმარტ” ბარათები ან ჩაწეროს ფარული კოდი ბარათზე, როგორებიცაა ციფრული სახით ჩაპროგრამებული თითის ანაბეჭდი, სახის გამოსახულება და პიროვნების დამოგრაფიული მონაცემები. ბარათის მფლობელის მონაცემები იკითხება “სმარტ” ბარათის რიდერის ან ფარული კოდის რიდერის საშულალებით. როდესაც რიდერი მონაცემებს ამოიკითხავს, ჩნდება ბარათზე შენახული ინფორმაცია და ბარათის მფლობელის თითის ანაბეჭდი მოწმდება რიდერის საშუალებით. სისტემას სხვა დამატებითი ფუნქციები დაემატება ახლო მომავალში.
სამთავრობო მომსახურება
„ქარდსოლუშენ“-ის სამთარობო სერვისი გთავაზობთ კონსულტაციურ მომსახურებას და ტექნიკურ ექპერტიზას რათა დაეხმაროს სამთავრობო სააგენტოებს წარმატებული პროგრამების განვითარებაში.
ჩვენს სერვისში შედის:
ID სერვისი
თქვენს მიერ შექმნილი ბარათების პროგრამების მართვა შეიძლება დაგიჯდეთ ძვირი და ამასთანავე დაკარგოთ დიდი დრო, აი როტომ ამჯობინებენ სამთავრობო დაწესებულებები „ქარდსოლუშენ“-ის ID მომსახურებას.
დაგეგმარება და კონსულტაცია
„ქარდსოლუშენ“ ჯგუფის შეუდარებელი გამოცდილება დაგეხმარებათ საუკეთესო საიდენტიფიკაციო პროგრამების განვითარებაში.
ინტეგრაცია და გადაკეთება
„ქარდსოლუშენ“-ის გათვითცნობიერებული პროგრამული უზრუნველყოფების ქსპერტები, ქსელის ინჟინრები და პროექტის მმართველები არიან სამთავრობო დაწესებულებების სანდო პირები.
გლობალური განხორციელება
ჩვენი საიმედო სერვისის პროვაიდერები, რომლებიც მუშაობენ მსოფლიოს 150 ქვეყანაში დაგეხმარებიან თქვენი პროგრამის დამონტაჟებაში სრული პროექტის მართვის ჩათვლით.
მიმდინარე მხარდაჭერა
ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა სახის დახმარებას, ეს იმაზეა დამოკიდებული თუ „ქარდსოლუშენ“-ის რომელი საშუალებებით სარგებლობთ.
სწავლება
სწავლების სერვისში შედის „ქარდსოლუშენ“-ის მიერ შეთავაზებული პროგრამის სწავლება.
საქართველოში ფართოდ გავრცელებული სამთავრობო წარმატებები
„ქარდსოლუშენ“-ი დაეხმარა სამთავრობო დაწესებულებებს საიდენტიფიკაციო დოკუმენტების, ეროვნული იდენტიფიკაციისა და მართვის მოწმობებისთვის უსაფრთხო პროგრამების შექმნაში.
სამთავრობო განცხადებები
„ქარდსოლუშენ“-ი გთავაზობთ უსაფრთხო, საიმედო, ეფექტურ ფასიან სამთავრობო საიდენტიფიქაციო საშუალებებს.
ჩვენი ექპერტები გადაწყვეტილებებს აკეთებენ სხვადასხვა სახის უსაფრთხო სამთავრობო საიდენტიფიკაციო დოკუმენტებისთვის:
პასპორტები, თანამშრომელთა პირადობის მოწმობები, ეროვნული პირადობის მოწმობები,
ეროვნული ჯანდაცვის ბარათები, მართვის მოწმობები, ტრანზიტული ბარათები.
სხვა სამთავრობო განცხადებაში შედის სოციალური უსაფრთხოების ბარათები, საარჩევნო ბარათები, ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელთა სამსახურებრივი ID დოკუმენტები, ცეცხსასროლი იარაღის ლიცენზიები და ა.შ.
ეროვნული პირადობის მოწმობები
„ქარდსოლუშენ“-ის ჯგუფმა ზუსტად იცის თუ როგორ დაამზადოს უსაფრთხო ეროვნული ID ბარათების პროგრამები. ჩვენ დავეხმარეთ საქართველოს მრავალ სამთავრობო დაწესებულებებს უსაფრთხო და ეფექტური ID ბარათების დამზადებაში.
სამთავრობო დაწესებულებს შეუძლიათ „ქარდსოლუშენ“-ის საშუალებების იმედი იქონიონ. ჩვენ შეგვიძლია სამთავრობო ორგანიზაციებს შევთავაზოთ მაღალი წარმადობის, ცენტრალიზებული ბარათების დასამზადებელი სისტემა, ან სამაგიდე საიდენტიფიკაციო სისტემა ბარათების სწრაფი დამზადებისთვის.
თანამშრომელთა საიდენტიფიკაციო ID მოწმობები
„ქარდსოლუშენ“-ის ჯგუფი ამზადებს უსაფრთხო, ზუსტ პლასტიკურ ბარათებს, რომლის საშუალებითაც ხდება პიროვნების იდენტიფიკაცია. ციფრული სისტემა ბეჭდავს სრულ ფერიან გამოსახულებას პირდაპირ ბარათზე, რაც ბარათის გაყალბებას თითქმის შეუძლებელს ხდის.
ჩვენი სისტემა თქვენ საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ უსაფრთხოების სხვადასხვა სახეობები, მაგალითად ციფრული ხელნაწერი ან თითის ანაბეჭდი, მაგნიტური ზოლი, QR კოდი და “სმარტ” ბარათი.
„ქარდსოლუშენ“-ის სერვისის ჯგუფი დაეხმარება სამთავრობო დაწესებულებებს ბარათების სწრაფ და ეფექტურ დამზადებაში.
მართვის მოწმობები
„ქარდსოლუშენ“-ის ჯგუფი 2007-წელს დაეხმარა საქართველოს მთავრობას ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური ახალი პლასტიკური მართვის მოწმობების დამზადებაში. სამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ „ქარდსოლუშენ“-ს სამთავრობო დოკუმენტების პროგრამებში დამტკიცებული გამოცდილების გამო.
ჩვენი ექპერტები აგრეთვე იღებენ გადაწყვეტილებებს ადგილობრივი ოფისებისთვის, რომლებიც მუშაობენ ცენტრალურ მონაცემთა ბაზებზე. ჩვენ ვეხმარებით რათა დაამზადონ უსაფრთხო და გამძლე მართვის მოწმობები.
პასპორტები
„ქარდსოლუშენ“-ის საპასპრტო პროგრამებისთვის იყენებს ლაზერული ამოტვიფრის საშუალებებს. ლაზერული ტექნოლოგია ამოტვიფრავს უმაღლესი ხარისხის მქონე გამოსახულებას და ტექსტს პოლიკარბონატულ ფენაში, რაც გაყალბების შესაძლებლობას ექსტრემალურად ამცირებს. ლაზერულად ამოტვიფრული პასპორტები უძლებს ნეისმიერ გარემოებას მისი გამძლეობის გამო.
ფოტო გამოახულებისა და ტექსტის ამოტვიფრის გარდა, ლაზერული ტექნოლოგია გამოიყენება პასპორტებზე QR კოდის, მიკრო ბეჭდვის, ხელნაწერისა და სხვა გრაფიკული ელემენტების აღსაბეჭდად. ეს უსაფრთხო ტექნოლოგია ამზადებს მონაცემთა გვერდებს სამუდამოდ ამოტვიფრული ინფორმაციით, რომელიც საუკეთესოდ იცავს არსებულ იფორმაციას გაყალბებისგან.
„ქარდსოლუშენ“-ის მიერ შემოთავაზებული საპასპორტე სისტემები დამზადებულია დამცავი სახეობებით და არ იყიდება სავაჭრო დაწესებულებებში.
ეროვნული ჯანდაცვის ბარათები
„ქარდსოლუშენ“-ის ჯანდაცვის გადაწყვეტილებების საშუალებით პაციენტ-პროვაიდერთა შორის ურთიერთობა უფრო უსაფრთხო და დამაკმაყოფილებელია. მომხმარებალთათვის და ეროვნული ჯანდაცვის პროგრამებისთვის კი უფრო მოსახერხებელი და იაფფასიანია. ჩვენი განვითარებული ტექნოლოგიების საშუალებით იზრდება ეფექტურობა და უმჯობესდება მომსახურებაც.
ფურცელზე დამყარებული პროგრამებისგან განსხვავებით, რისი გაყალბებაც ადვილად შესაძლებელია და შეცდომებიც ბევრი ხდება, „ქარდსოლუშენ“-ის ჯანდაცვის გადაწყვეტილებები ანვითარებს პლასტიკური ბარათების ტექნოლოგიას, ტექნოლოგიას, რათა შესაძლებლობა მისცეს თანამშრომლებს პაციენტის მონაცემების მონაცემთა ბაზაზე საიმედოდ შენახვისა და შემოწმების. ეს პროცესი უფრო სწრაფი, მოსახერხებელი და უსაფრთხოა საავადმყოფოებისთვის, აფთიაქებისა და კლინიკებისთვის.
"ქარდსოლუშენ"-ის ჯგუფის მხარდაჭერა, მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით